Logo

ჯანმრთელობა

შესაძლებელია თუ არა კატარაქტის მკურნალობა ოპერაციის გარეშე?

შესაძლებელია თუ არა კატარაქტის მკურნალობა ოპერაციის გარეშე?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

კატარაქტა მსოფლიოში სიბრმავის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება. დაავადების დროს თვალის ბროლი თანდათან მღვრიე ხდება, რაც მხედველობის მკვეთრ გაუარესებას იწვევს.

დღესდღეობით კატარაქტის ერთადერთი დადასტურებული და ეფექტური მკურნალობა, ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც დაზიანებული ბროლი ხელოვნურით იცვლება.

კატარაქტა

თუმცა მეცნიერები უკვე წლებია მსჯელობენ კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა კატარაქტის არაქირურგიული, ნაკლებად ინვაზიური მკურნალობა?

კატარაქტის დროს, თვალის ბროლში არსებული ცილები ბუნებრივ ფორმას კარგავს და არასწორად გროვდება, რის შედეგადაც ბროლი გამჭვირვალობას კარგავს. ასაკი, დიაბეტი, მზის ულტრაიისფერი სხივები და ზოგი მედიკამენტი კი ამ პროცესს აჩქარებს.

კალიფორნიელმა, სან დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ჯერ კიდევ 2015 წელს, მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. ცილოვანი ნაერთი ლანოსტეროლი, ლაბორატორიულ პირობებში და ცხოველურ მოდელებში, კატარაქტისთვის დამახასიათებელი ცილების დაშლას უწყობდა ხელს.

კვლევამ აჩვენა, რომ ლანოსტეროლი ხელს უწყობს ბროლში არასწორად დაგროვებული ცილების დაშლას, რის შედეგადაც ცხოველებში ბროლის გამჭვირვალობა ნაწილობრივ აღდგა.

კატარაქტა

ამ აღმოჩენამ, მეცნიერულ წრეებში დიდი მოლოდინი გააჩინა, რადგან პირველად გაჩნდა იდეა, რომ კატარაქტის გამომწვევ მიზეზზე პირდაპირი ზემოქმედება შესაძლებელია.

თუმცა ლანოსტეროლის ეფექტი ადამიანებში ჯერ საკმარისად შესწავლილი არ არის და არ არსებობს მასშტაბური კლინიკური კვლევები, რომლებიც დაამტკიცებდა, რომ თვალის წვეთები ან დანამატები კატარაქტას რეალურად აქრობს.

მომავალში არაქირურგიული მეთოდები დადასტურდება, მათ შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს დაბალი რესურსების მქონე ქვეყნებში და რეგიონებში, სადაც ქირურგიული მომსახურება მიუწვდომელია, ასევე იმ პაციენტებისათვის, ვისთვისაც ოპერაცია უკუნაჩვენებია.

ასეთი მიდგომა იქნება ნაკლებად ინვაზიური და უფრო ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს ჯერ მომავლის პერსპექტივაა.

კატარაქტა

ამიტომ სამედიცინო საზოგადოება ერთხმად აღნიშნავს, რომ ოპერაცია კვლავ ოქროს სტანდარტად რჩება.

ოფთალმოლოგები ხაზგასმით აფრთხილებენ პაციენტებს, რომ არ გადაიდონ ოპერაცია დაუდასტურებელი ალტერნატივების იმედად.

ავტორი: ზმნა

01/03/2026

თვალიკატარაქტამკურნალობაოპერაცია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024