რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მანჰეტენის ქართული სამრევლოს მღვდელ-მონაზვნები - ირინეოსი და იერონიმე საზოგადოების ყურადღების ქვეშ საქართველოში ჩამოსვლისას, პატრიარქის - შიო მესამის ინტრონიზაციის დროს მოექცნენ. ახალგაზრდა სასულიერო პირების ვიზუალურმა მხარემ და შემდგომ, მათმა ბიოგრაფიამ, ინტერესი გამოიწვია. 28-30 წლის მოძღვრები "თამიასთან" საუბრობენ ემიგრაციაზე, თავისუფლებაზე, გეგმებზე...
მათი მეგობრობა კამათით დაიწყო. სოციალურ ქსელში. მერე მონასტერში გადაიკვეთნენ. იქ უკვე მიხვდნენ, რომ ერთი მიმართულებით იცქირებოდნენ, თანამოაზრეები აღმოჩნდნენ და... უფლის ნებით, ჯერ განათლების მისაღებად წლები გაატარეს საბერძნეთში, შემდეგ შვეიცარიაში, ახლა კი ამერიკაში მოღვაწეობენ. მანჰეტენის პატარა ქართულ სალოცავში, 200 კაციანი მრევლი ჰყავთ... აქვთ მიზანი: მანჰეტენზე დიდი ქართული ეკლესია არსებობდეს. საიდუმლოც გაანდეს წამყვანს. ემიგრამტები აგროვებენ თანხას, რომ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს ჰქონდეთ ტაძარი... ზოგი მათგანი უკან ბრუნდება, მაგრამ იქ მცხოვრებ ქართველებს დაუტოვებს ეკლესიას, ადგილს, სადაც ღმერთთან ერთად, სამშობლოშიც იგრძნობს თავს.
შეკითხვაზე - რამდენად შეიძლება იყოს არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი აღმსარებელი, მამები პასუხობენ.

მამა ირინეოსი: ეკლესია ყველას ელოდება, ეკლესია არის ყველასთვის. ეკლესია ღმერთმა განსკუთრებულად, ექსკლუზიურად გარკვეული ჯგუფებისთვის, ერებისთვის და თემებისთვის არ დააარსა. ეკლესია ღმერთმა ყველასთვის დააარსა, რომ ყველამ მიიღოს შანსი გადარჩენისა და ცხონებისა.

მამა იერონიმე: როგორც ექიმი, რომელიც ელოდება პაციენტს სხვადასხვა პრობლემით, ასევეა მოძღვარიც. ეკლესიაში მოსული ყველა ადამიანი ცოდვილია. უცოდველი მხოლოდ იესო ქრისტეა. ჩვენ არ ვუყურებთ ორიენტაციებს. არ ვყოფთ ადამიანებს კატეგორიებად, არ ხდება ადამიანების მარგინალიზება. ვუყურებთ იმას, უნდა თუ არა მას ღმერთთან პერსონალური ურთიერთობა. ნებისმიერი ადამიანისთვის კარი ღიაა, შეუძლია მოვიდეს, შეინანოს ცოდვით დაცემა და შეუერთდეს იესო ქრისტეს ერთიან სხეულს. ანუ ეკლესიას.
- შეიძლება მრევლი მოვიდეს შარვლით წირვაზე?
მამა იერონიმე: შეიძლება. ადამიანი, რომელიც მოდის ეკლესიაში, მე მოტივირებული უნდა ვიყო, რომ დავინახო მისი სული, დავინახო, რა აწუხებს და არა ის, რა აცვია. ადამიანი შემდგომში თვითონ ხვდება, როგორია ეკლესიის დრესკოდი. მაგრამ დამძიმებულ, ტვირთით მოსულ ადამიანს, მე დავხვდე მოძღვარი და მას გარეგნულ ჩაცმულობაზე ლაპარაკი დავუწყო, უხერხულია. მან უკვე ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მოვიდა ეკლესიაში, მე ათი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რომ ის ეკლესიაში შევინარჩუნო.

06/04/2026