Logo

შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს სამედიცინო დიაგნოზის დასმა?

შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს სამედიცინო დიაგნოზის დასმა?

10/14/2026

ტექსტის ზომა


ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მოსაძიებლად. ადამიანები მასთან საკუთარ სიმპტომებს განიხილავენ, ანალიზების პასუხებს უზიარებენ და შესაძლო დიაგნოზის გარკვევაში დახმარებას სთხოვენ.

თუმცა რამდენად სანდოა ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებული სამედიცინო ინფორმაცია და შეუძლია თუ არა მას ექიმის ჩანაცვლება?

zmna.ge შეეცადა გაერკვია რა როლი შეიძლება შეასრულოს ხელოვნურმა ინტელექტმა თანამედროვე მედიცინაში და ამ საკითხზე კომენტარი ექიმ გიორგი ნიორაძეს სთხოვა.

გიორგი ნიორაძე

„როდესაც ხელოვნურ ინტელექტს ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ვესაუბრებით, ის, როგორც წესი, თავადვე გვაფრთხილებს, რომ კონკრეტული დიაგნოზის დასმა არ შეუძლია და აუცილებელია შესაბამის სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია.

თუმცა ხელოვნური ინტელექტი ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია. მას უზარმაზარი მოცულობის სამედიცინო ინფორმაციის დამუშავება და გაანალიზება შეუძლია, რაც ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში ეხმარება.

ვფიქრობ, თანამედროვე მედიცინაში უპირატესობა ექნება იმ ექიმს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს კარგად ფლობს და მისი შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება შეუძლია. სპეციალისტი, რომელიც ამ ტექნოლოგიას არ იყენებს, შესაძლოა, თანამედროვე სამედიცინო შესაძლებლობებს ჩამორჩეს. ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის პროცესში.

განსაკუთრებით საინტერესოა მისი შესაძლებლობები პერსონალიზებული მედიცინის მიმართულებით.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მედიცინა სულ უფრო მეტად გახდება კონკრეტულ პაციენტზე ორიენტირებული. შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური თავისებურებებისა და დაავადების მიმდინარეობაზე მოქმედი პროგნოზული ფაქტორების უკეთ შეფასება, რისკების შემცირება და მკურნალობის უფრო ეფექტიანად დაგეგმვა.


საბოლოოდ, ეს ყველაფერი დაავადების გამოსავლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განმარტავს გიორგი ნიორაძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გიორგი ნიორაძედიაგნოზიექიმიმედიცინახელოვნური ინტელექტი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026