Logo

საზოგადოება

"შევხვდებით ადრე თუ გვიან, ბევრი საქაქანო დაგროვდა..." - გიორგი სანაია 51 წლის გახდებოდა

"შევხვდებით ადრე თუ გვიან, ბევრი საქაქანო დაგროვდა..." - გიორგი სანაია 51 წლის გახდებოდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჟურნალისტი გიორგი სანაია 51 წლის გახდებოდა. ქართულ სატელევიზიო ეთერს ძალიან აკლია... სულ 26 წელი იცხოვრა, თუმცა იმისთვის საკმარისად, რომ ყველას ჰყვარებოდა...

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მოჰყვა:

„მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც ნახა გიორგი სანაია. მაშინ იუსტიციის მინისტრი ვიყავი. ჟურნალისტები დავპატიჟე პიკნიკზე, სადღაც გავედით და უკან რომ მოვდიოდით, მივიყვანე სახლში. აქედან რამდენიმე საათში გავიგე, რომ აღარ იყო. გიორგი სანაიას გაპამპულავებული ვყავარ, ერთ-ერთი, ვინც ერთხელ ყველაზე მეტად მაპამპულავა და მაბურთავა ტელევიზორში, იყო ეგ. შენი პიჯაკი რა ღირს და ეგეთ რაღაცებს მეკითხებოდა. მე ავყევი ამ პროვოკაციებში. მაგრამ ჩემთვის მართლა იყო დიდი პატივი, რომ მას ვიცნობდი."

პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე მეგობარს ფეისბუქზე ასე იხსენებს.

გია აბაშიძე: გიო 51 წლის გახდა მიწიერში, ზეციურში - უსასრულობაშია. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა!
შევხვდებით ადრე თუ გვიან, ბევრი საქაქანო დაგროვდა...

გიორგი სანაია

1997 წლის ივლისი, თეთრი სახლის ეზო. მაშინ "რეზონანსელი" გიო და პრეზიდენტის პრესსამსახურელი მე, ლეგენდარულ პრესოფიცერ მერი მაზერინისთან ერთად. აშშ-ის რამდენიმე ადმინისტრაციაში იყო ნამუშევარი, ბევრს ეშინოდა მისი ჯუჯღუნი-ქოთქოთის, Secret Service-საც.
ცხონებული გიო ამოიჩემა, სულ ეფერებოდა და ელოლიავებოდა, რაც იქ ვიყავით. კლინტონი-შევარდნაძის შეხვედრაზე ვერ დაგასწრებ, სხვა ყველაფერი მთხოვეო. მრავალი სასაცილო ისტორია მოგვიყვა თეთრი სახლის თანამშრომელთა კულუარულ მუშაობაზე

ავტორი: ზმნა

02/24/2026