სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბოლო დღეების განმვალობაში, ყველა ჰაერის საგრძნობლად დაბინძურებაზე და ე.წ. სმოგიზე საუბრობს. ადამიანები, სოციალურ ქსელში, ფოტოებს სხვადასხვა ქალაქებიდან აქვეყნებენ და წერენ, რომგარემოს, სქელი ფენა, ბურუსივით ადევს.
ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი თავის ფეისბუქ გვერდზე შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს.
"საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, თბილისის ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით (PM2.5 და PM10).
გთხოვთ დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებმა:
დარჩით შენობაში და შეზღუდეთ ქუჩაში ყოფნის დრო.
მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას გარეთ.
არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება.
გამოიყენეთ შესაბამისი ნიღაბი: N95 ან FFP2 ტიპის რესპირატორი (ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ასეთი ზომის მყარ ნაწილაკებს ვერ აკავებს).
მანქანაში ჩართეთ შიდა ჰაერის წმენდის რეჟიმი.
სახლი დაალაგეთ სველი წესით.
ჯანმრთელობას გისურვებთ!" - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.
12/01/2025