Logo

რელიგია

შობის მარხვა დაიწყო - როდის შეუძლიათ მორწმუნეებს თევზის ხმევა

შობის მარხვა დაიწყო - როდის შეუძლიათ მორწმუნეებს თევზის ხმევა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

28 ნოემბერს შობის მარხვა - ორმოცდღიანი მარხვა იწყება და ლიტანიობის ღამეს - 7 იანვარს ხსნილდება.

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია.

საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტეშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმიდოთ, რათა წმიდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ მოწიწებით მივეახლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძე ღვთისას; გარდა ჩვეულებრივი ძღვენისა და მსხვერპლისა, მას ჩვენი წმიდა გული მივუძღვნათ.

„მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“ - ამბობს ლეონიდ დიდი.

სვიმეონ თესალონიკელი: "ორმოცი დღის მარხვის შედეგად, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან ვღებულობთ ცოცხალ სიტყვას, ხორცშესხმულსა და ხორციელად შობილს, რომლის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით“.

საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა საუკუნეებში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.

ხატი

40-დღიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცის, კვერცხისა და რძის პროდუქტების მიღება. შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან.

შობის მარხვა, ოთხშბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილია 25 დეკემბრამდე. შემდეგ კი, პატრიარქის კურთხევით, მარხულთ თევზის ხმევა ახალ წელს - 1 და 2 იანვარს შეგეძლებათ...

ავტორი: ზმნა

11/28/2025