სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მხედველობა ასაკთან ერთად იცვლება და ეს ხშირად მოულოდნელი დისკომფორტის მომტანია. 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში, ყველაზე გავრცელებული გამოწვევა, ახლო მანძილზე ფოკუსირების გაძნელებაა, რასაც მედიცინაში პრესბიოპიას უწოდებენ.
ჩვენი თვალის ბროლი, რომელიც ახალგაზრდობაში ელასტიურია, დროთა განმავლობაში მკვრივდება. შედეგად, თვალის კუნთებს უჭირს ბროლის ფორმის შეცვლა, ტექსტი იდღაბნება და ინსტინქტურად ტელეფონს ან წიგნს თვალებიდან უფრო და უფრო შორს ვწევთ.
დღეს არსებობს პრესბიოპიის კორექციის რამდენიმე ეფექტური მეთოდი:

ოპტიკური კორექცია: სათვალე და კონტაქტური ლინზები
ყველაზე ნაკლებინვაზიური გზა სათვალის გამოყენებაა. არჩევანი დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებზე:

რქოვანას შიდა იმპლანტი: AlloTex (ალოტექსი)
ეს არის ასაკობრივი ახლომხედველობის კორექციის ერთ-ერთი უახლესი მეთოდი.

ლაზერული კორექცია: Presbyond
ბევრს ჰგონია, რომ ლაზერი მხოლოდ ახლომხედველობისთვისაა, რომ შორს უკეთ დავინახოთ სინამდვილეში კი Presbyond სპეციალურად 40+ ასაკისთვის შეიქმნა. ლაზერი ცვლის რქოვანას ფორმას ისე, რომ ერთი თვალი უკეთ ხედავს შორს, მეორე კი — ახლოს, ხოლო ტვინი მათ გამოსახულებას აერთიანებს.

მაღალტექნოლოგიური მულტიფოკალური ლინზები (იმპლანტები)
ეს მეთოდი გულისხმობს ბუნებრივი ბროლის ჩანაცვლებას ხელოვნური, „ჭკვიანი“ ლინზით.

ფარმაკოლოგიური მიდგომა: თვალის წვეთები
პრესბიოპიის ადრეულ სტადიაზე, სიმპტომების დროებითი გადავადებისთვის, უკვე არსებობს ადგილობრივი გამოყენების თვალის წვეთები. მართალია, ისინი ქართულ ბაზარზე ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მედიცინაში ეს მიმართულება აქტიურად ვითარდება და გარკვეული დროით სათვალის საჭიროებას ამცირებს.
მთავარი რჩევა:
გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად — თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით და ექიმთან შეთანხმებით.
წყარო: ექიმი ოფთალმოლოგი თინა ჯიქურაშვილი
04/06/2026