საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ახალი წლის ღამეს დიდი ტრაგედია დატრიალდა შვეიცარიის სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, სადაც ბარში გაჩენილ ხანძარს 40 ადამიანი ემსხვერპლა, 119 კი დაშავდა. გარდაცვლილთა დიდი ნაწილი 18-19 წლის ახალგაზრდები არიან.

ხუთშაბათს, გამთენიისას, კრანს-მონტანას კურორტზე მდებარე ბარი Le Constellation სავსე იყო შვეიცარიელებითა და ტურისტებით, რომლებიც ახალი წლის დადგომას აღნიშნავდნენ. ხანძარი სარდაფში გაჩნდა.

პროკურორები აცხადებენ, რომ წინასწარი გამოძიების თანახმად, ხანძრის სავარაუდო მიზეზი ჭერთან ძალიან ახლოს მიტანილი სანთლები იყო.
შვეიცარიის პრეზიდენტმა გაი პარმელენმა მომხდარს „ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედია“ უწოდა, რაც კი ქვეყანას განუცდია.
იტალიელი გოლფისტი პირველი მსხვერპლია, რომლის ვინაობაც (Emanuele Galeppini) მედიამ დაასახელა.
შვეიცარიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსხვერპლთაგან ბევრი „პროექტებით, იმედებითა და ოცნებებით“ სავსე ახალგაზრდა იყო.
დაშავებულთაგან ექვსის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა" - წერს BBC.

01/02/2026