Logo

რელიგია

"შვილის აღზრდა მის გაჩენამდე უნდა დაიწყო" - მამა ბასილ ფოსური

"შვილის აღზრდა მის გაჩენამდე უნდა დაიწყო" - მამა ბასილ ფოსური

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გორისა და ატენის ეპარქიის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი - მღვდელი ბასილ ფოსური ბავშვებისთვის ხშირად ქადაგებს; მათთვის გასაგებ ენაზე საუბრობს და შესაბამისად, მის ქადაგებებს ბევრი მსმენელი ჰყავს. მოძღვარი ამჯერად ყურადღებას ამახვილებს შვილის კლასელების მიმართ მშობლის დამოკიდებულებაზე, რომელიც შემდეგ შვილზე გადადის და ისიც თავისი თანატოლის მიმართ ისეა განწყობილი, რა შთაბეჭდილებაც მას დედამ შეუქმნა. ამიტომ მშობლები ფრთხილად უნდა ვიყოთ.

მამა ბასილი: სამწუხაროა, მაგრამ მშობლების განწყობების გამო, ბავშვები ზიანდებიან. არაერთი ბავშვის ფსიქიკა გაფუჭებულა მშობლის განწყობის გავლენით. კლასში რომელიღაცა ბავშვზე იტყვიან, ასეთი ბავშვია, ისეთი ბავშვიაო. ამით ჩვენ შვილსაც უყალიბდება შთაბეჭდილება რომ ასეთი ბავშვია. ვინ არის ცუდი? ცუდი არავინ არ არის. ცუდი განწყობა ის არის, ვინც გვეუბნება რომელიმე ბავშვზე, რომ ცუდია. ცუდი როგორ შეიძლება რომ იყოს? ცუდი ვერ იქნება. თუ რაღაცას ვერ აკეთებს კარგად, საქციელია ცუდი, ბავშვი კი არ არის ცუდი. უნდა დავეხმაროთ რომ სხვაგვარად გააკეთოს.

მამა ბასილ ფოსური

რაც ჩვენ, მშობლებს არ გვინდა, რომ ჩვენს შვილზე თქვას ვინმეს მშობელმა, არც ჩვენ უნდა ვთქვათ არავის შვილზე ცუდი. შვილში ჩამოყალიბდება განწყობა, ნახე, დედა არავისზე ცუდს არ ამბობს. ბავშვსაც აქვს განწყობა, რომ ყველა კარგია. მაგრამ როცა სკოლაში დედისგან წინასწარ შექმნილი განწყობით მოდის, ბუნებრივია, იმ ბავშვთან დაეძაბება ურთიერთობა. ამიტომ ხელშეწყობა და მიხმარება სჭირდება ბავშვს.

მამა ბასილ ფოსური

აი, მესამე კლასში ისე არიან განწყობილი თანაკლასელის მიმართ, რომ მისი დანახვა არ უნდათ. ამ დროს ბავშვებს ერთდ ყოფნა უადვილდებათ. ერთ წუთში რომ ჩხუბობენ, მეორე წუთში ითამაშებენ. ეს რამ გამოიწვია? დიდისგან შექმნილი განწყობით. დიდს უჭირს პატიება. მერე ჩვენ ჯერ ვაფუჭებთ ბავშვებს და მერე ვთხოვთ კარგად მოიქცეს. ეს როგორ გააკეთოს? ვერ გააკეთებს. იგივეა, ცულით რომ ხე დავკორტნოთ და მერე დავაბრალოთ, ნაყოფი არ გამოიღო, გახმაოო. აბა რას იზამდა? გახმებოდა.

მამა ბასილ ფოსური

ნებისმიერი ადამიანი ცუდს რომ აკეთებს, კი არ უნდა თქვა, რომ ცუდი ადამიანია. რა იცი, რამ მიიყვანა იქამდე? ჩემს თავს რომ იგივე მომხდარიყო, რაც მის თავს მოხდა, იქნებ მე მის ადგილას, უარესი გამეკეთებინა. ამიტომ ბავშვს უნდა გავუჩინოთ თანაგრძნობა, რა იცი, ეს ადამიანი რამ მიიყვანა იქამდე? და ბავშვები მეგობრულები გაიზრდებიან.

მამა ბასილ ფოსური

კლასში, ვთქვათ, 29 ბავშვია, ერთ კლასში იკრიბება 29 ოჯახი. სხვადასხვა დამოკიდებულებების და წარმოდგენების მქონე ოჯახები. დამრიგებლისთვის ურთულესია. ბრძოლის ველზეა. ოჯახში ორი-სამი შვილია და იქაც კონფლიქტია. და ახლა როგორია 29 სხვადასხვა ოჯახში გაზრდილი ბავშვი პედაგოგმა ერთ გუნდად გარდაქმნას? ესეც ხდება, მაგრამ ურთულესია. სადაც სწორი განწყობაა, იქ ეს მარტივად ლაგდება.

მამა ბასილ ფოსური

ერთ ბრძენთან ახალგაზრდა დედა მივიდა, როგორ აღვზარდო ჩემი შვილი სწორადო. რა ხნისააო? ჰკითხა ბრძენმა. 2 დღისო. დაგვიანებულიაო, უთხრა ბრძენმა. შვილის აღზრდა მის გაჩენამდე უნდა დაიწყო. ჯერ თვითონ უნდა გახდე იმ თვისებების მატარებელი, რაც გინდა შენს შვილს ჰქონდეს. ნაყოფს, რომელიც უკვე ხემ მოისხა, ვერ გარდაქმნი. ხეს მანამდე უნდა შეწამვლა, შემობარვა, მორწყვა, ზრუნვა. სანამ მოისხამს, მანამ უნდა ზრუნვა. ასეა შვილიც.

სინანული და წარმოდგენების შეცვლა საჭიროა. მშობელმა სახარებისეულად უნდა იაზროვნოს და ასწავლოს შვილსაც.

ვიდეო სრულად

ავტორი: ზმნა

06/19/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024