საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნინო გელდიაშვილი, ეს გახლავთ ქალბატონი, რომელმაც თავისი შვილის წლისთავი, სუფრით არ აღნიშნა და ის თანხა, მთლიანად გადასცა სინდისის პატიმრებს.
გუშინ ქალბატონი ნინო შაბათის მარშის მონაწილე იყო და ამ უდიდეს ჰუმანურ ფაქტზე, თავად გააკეთა კომენტარი.
ნინო გელდიაშვილი: გახლდით შაბათის მარშზე და ჩემი შვილის სახელით, გიორგის წლისთავის თანხა გადაეცა სინდისის პატიმრებს, რათა მოხმარდეთ მათ, ვისაც სჭირდება, სოციალურად დაუცველებს, მათ პატარა შვილებს და ასე შემდეგ.
მინდა გიორგიმ, რომელიც აღარ არის ცოცხალი, წვლილი შეიტანოს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, ევრო ატლანტიკური მომავლისთვის...
მე, როგორც დედა, ყველა სინდისის პატიმარ ვგულშემატკივრობ.
მე ყოველთვის ვაკეთებდი, ვაკეთებ და გავაკეთებ იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლი!

***
ექიმი ანესთეზიოლოგის, გიორგი გელდიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ახალგაზრდა ექიმი ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა. გიორგის დედა, ნინო გელდიაშვილი ღიად საუბრობდა შვილის ნარკოდამოკიდებულებაზე და ვიდეომიმართვაში აღნიშნავდა, რომ მისი შვილი, გიორგი, ნიჭიერი ადამიანი იყო, რომელიც ბავშვობიდან გამოირჩეოდა უნარებით. თუმცა, მისი სისუსტე და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები, ტრაგიკულად დასრულდა.
ნინო გელდიაშვილი: მე არ ვიკადრებ ტყუილს და არ ვიტყვი, გულის პრობლემები ჰქონდა, უეცარი თრომბის ბრალია და ა.შ. სიმართლეს თუ დავმალავთ, მაშინ ვერც პრობლემას და ბოროტებას შევებრძოლებით. მე კი მთელი ჩემი დარჩენილი ხანმოკლე ცხოვრება ე.წ. ბარიგებთან ბრძოლას მოვახმარ, თუნდაც მომკლან, როგორც ეს ჩემი შვილის ერთ-ერთმა მკვლელმა მითხრა. ის ვერასოდეს მიხვდება, რომ ჩემთვის სიკვდილი შვებაა. მაგრამ გახარებული მოვკვდები, თუ დედებს, რამდენსაც შევძლებ, ჩემს უკიდეგანო ტკივილს ავაცილებ.

02/15/2026