Logo

საზოგადოება

"შვილს ვუბარებ: როცა ვეღარ გიცნობ, მომეცი უმტკივნეულოდ წასვლის საშუალება-მეთქი" - მარინე ძაგნიძე ჰასპისზე

"შვილს ვუბარებ: როცა ვეღარ გიცნობ, მომეცი უმტკივნეულოდ წასვლის საშუალება-მეთქი" - მარინე ძაგნიძე ჰასპისზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ამერიკაში მიღვაწე ექიმი მარინე ძაგნიძე თავის ერთ პაციენტზე წერს, ნიუჯერსიში ცნობილ ეკონომისტზე, რომელიც საყლაპავი მილის სიმსივნეს ებრძოდა. როგორც ის წერს, მედიკოსებმა მის ოჯახს, ჰასპისი ურჩიეს.

ეს არის სამედიცინო და ჰუმანიტარული მომსახურების სისტემა, რომლის მიზანია არა სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტა, არამედ მომაკვდავი პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.

ჰასპისი განკუთვნილია განუკურნებელი სენით (მაგალითად, კიბოს ტერმინალური სტადია) დაავადებული ადამიანებისთვის. აქ აქცენტი კეთდება არა დაავადების დამარცხებაზე, არამედ სიმპტომების მართვაზე.

ჰასპისის მთავარი ფუნქცია პალიატიური მზრუნველობაა — ტკივილის, ქოშინის, გულისრევისა და სხვა ფიზიკური ტანჯვის მაქსიმალური შემსუბუქება.

მარინე წერს, რომ სამომავლოდ მასაც სურს სიცოცხლის ამგვარი დასასრულის არჩევა. ამისთვის მან უკვე თადარიგიც კი დაიჭირა და ადვოკატს სპეციალური დოკუმენტი გაამზადებინა.

მარინე ძაგნიძე: ორი კვირის წინ გაგაცანით ჩემი პაციენტის მაიკლ ვინსტონის ისტორია, ვისაც გამოგრჩათ ეს ამბავი, შეგიძლიათ ჩაყვეთ რილსებს. მაიკლი ცნობილი ეკონომისტი იყო (და ჯერ კიდევ არის) ნიუ ჯერსში. 12 წელი ებრძოლა საყლაპავის სიმსივნეს, მიუხედავად ამისა აგრძელებდა სტუდენტებთან და კოლეგებთან საგანმანათლებლო ლექციებს, რომლებით youTube-ზე ატვირთულია და ძალიან შთამაგონებელია. ექიმებმა ოჯახს ურჩიეს ჰასპისი , როგორც ცხოვრების ბოლო ეტაპი. მაიკლის უსაყვარლესი შვილი დევიდი კალიფორნიიდან ჩამოვიდა საცოლესთან ერთად და ჩვენს დაწესებულებაში გადაიხადეს ქორწილი, სანამ მამას კიდევ ჰქონდა მომენტის მშვენიერების აღქმის უნარი.
მის შემდეგ 2 კვირა გავიდა, რა ძლიერი ორგანიზმი ჰქონია, უწყლოდ და საკვების გარეშეა ეს პერიოდი და ორგანიზმი ისევ ფუნქციონირებს. ყველაზე მთავარია, რომ სრულ კომფორტშია და არავითარ ტკივილს არ განიცდის.
ჩვენ ქართველებს გვეშინია სიტყვა ჰასპესის და ეს ევთანაზიასთანაა გაიგივებული, რაც ჩვენი რელიგიისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია და მიუტევებელი ცოდვა.

ჩვენი რელიგია არაა დოგმა, ამდენი საუკუნე იმიტომ გაძლო იესო ქრისტეს ისტორიამ, რომ ის არის უძლიერესი ისტორია. ცვლილებების შეტანა ყველაფერს სჭირდება, ისევე, როგორც ჩვენს ორთოდოქსულ რწმენას. სიკვდილის შიში ყველაზე დიდი შიშია და თუ იცი, რომ ერთ დღეს უმტკივნეულოდ მოკვდები, ეს გრძნობაც აღარ გექნება.

მე ჩემს ადვოკატს $ 4500 გადავუხადე იმაში, რომ პუნქტობრივად დეტალებში დაეწერა რა მინდოდა, როგორ მინდა სიცოცხლე და როგორ მინდა სიკვდილი. რისიც ნამდვილად აღარ მეშინია. ჩემს ექიმ შვილს, რომელსაც განკარგვის უფლება აქვს მიცემული, როცა მე აღარ მექნება გადაწყვეტილების მიღების უნარი, ვუბარებ: არავითარი ტრაქეოსტომია, არავითარი ხელოვნური კვება. როცა ვეღარ გიცნობ, მომეცი საშუალება, რომ უმტკივნეულოდ წავიდე.

საქართველოში ასე ადვილად ვერ დაიმკვიდრებს ჰოსპის ქეარი, მაგრამ ყველა დაფიქრდით, როგორ გინდათ სიკვდილი, აშლილად, ტანჯვაში, თუ მშვიდად და უმტკივნეულოდ?!

მაიკლი 2 კვირაა სიკვდილ-სიცოცხლეს შორის გარდამავალ ფაზაშია, მაქსიმუმ ერთი კვირა -10 დღე დარჩა... მისი ოჯახი გვერდიდან არ სცილდება და სიყვარულს აგრძნობინებს ყოველ წამს.

მე ეს საჩუქარი გადმომცეს, მაიკლის წიგნი მისი შვილების ხელმოწერით და კიდევ ბევრი სამახსოვო სუვენირი, რასაც ჩემთვის დავიტოვებ. მისი სამადლობელი ბარათი კი შეემატება ჩემი პაციენტების სამადლობელი ბარათების არსენალს...
მშვიდი გარდასახვა გქონდეს სხვა განზომილებაში, მაიკლ. არასდროს დამავიწყდები არც შენ და არც შენი ლამაზი ოჯახი.

წიგნიწიგნი

ავტორი: ზმნა

05/07/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024