Logo

კულტურა

"სიღარიბეში გაიზარდა, მაგრამ არისტოკრატია. სამყაროში, ასეთი ლამაზი ქალი, არასდროს ყოფილა" - კარლო პონტი დედაზე

"სიღარიბეში გაიზარდა, მაგრამ არისტოკრატია. სამყაროში, ასეთი ლამაზი ქალი, არასდროს ყოფილა" - კარლო პონტი დედაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

კარლო პონტიმ გოგი გვახარიას ინტერვიუში ბევრი რამ მოჰყვა ოჯახზე, მსოფლიო დონის ვარსკვლავ დედაზე - სოფია ლორენზე, რომელიც სხვა კუთხით დაანახა ქართველ მაყურებელს.

უღარიბეს ოჯახში, უმამოდ გაზრდილი ლამაზი ქალისგან, კარლო პონტი უფროსმა ვარსკვლავი შექმნა.

22 წლით იყო კარლო სოფიზე უფროსი, ზუსტად იმდენით, რამდენითაც მარიამ შარმანაშვილზე მისი ქმარი, უმცროსი კარლო პონტი.

სოფი ლორენისოფი ლორენისოფი ლორენისოფი ლორენი

კარლო პონტი: ამერიკაში კამერული ორკესტრი ათი წლის წინ დავაარსე - მას "ლოს-ანჯელესის ვირტუოზები" ჰქვია. ის პროფესიონალი მუსიკოსებისგანაა დაკომპლექტებული. ჩვენი მიზანია განათლება მივცეთ მათ, ვისაც მუსიკალური განათლების მისაღებად ფული არ აქვს. ახალგაზრდა, ნიჭიერ სოლისტებს ჩვენთან სათანამშრომლოდ ვიწვევთ.

მამა სულ ჩამჩიჩინებდა, რომ სჯობდა დირიჟორი გავმხდარიყავი. პიანისტი ვიყავი, თუმცა თავს სათანადოდ ვერ გამოვხატავდი. დირიჟორობისას ვურთიერთობ და ეს ანონიმურობა ჩემს სასარგებლოდ მუშაობს.

ჩემი პროფესია ენათესავება კინემატოგრაფისტის პროფესიას. ბევრ ადამიანთან მიწევს კონტაქტი, ზუსტად ისე, როგორც რეჟისორი ურთიერთობს მსახიობებთან, ხმის რეჟისორთან... მე მუსიკოსებთან ვურთიერთობ.

იტალიური კულტურა ამკვიდრებს სინატიფეს, დახვეწილობას.

სოფი ლორენი

- დედას წოლითი რეჟიმი ჰქონდა, ცხრა თვე იწვა და საფრთხის მიუხედავად, მან იმშობიარა.

- ვერ ორსულდებოდა. ჟენევაში ამიტომ ჩავიდა, სადაც გინეკოლოგი, კარლო ჰებერტ ლეონსი ეგულებოდა. სხვათა შორის, მის საპატივცემულოდ დამარქვეს მე სახელი. ეს კაცი ეხმარებოდა სრულიად უიმედო ქალებს, ვისაც დაორსულება არ შეეძლოთ. ამიტომ დასახლდა დედა ჟენევაში. ჩემი ძმის დაბადებამდე, მამამ იყიდა ბინა ჟენევაში.

სოფი ლორენი

დედას წოლითი რეჟიმი ჰქონდა, ბევრი არ უნდა ემოძრავა იმისთვის, რომ ნაყოფი შეენარჩუნებინა.

მე წლის და რამდენიმე თვის ვიყავი ვიტორიო დე სიკას "მზესუმზირებში" რომ გადამიღეს. ფილმში პატარა გოგონას იღებდნენ, რომელიც ავად გახდა და რეჟისორმა დედას ჩემი გადაღება შესთავაზა. გადაღება რომ მორჩა ავტირდი, როგორც ჩანს, უცხო საწოლი არ მომწონდა, რომელიც ვიწრო იყო ჩემთვის.

სოფი ლორენი

ცხადია, დედაჩემით სულ ვამაყობდი და ვფიქრობდი, რომ ამ სამყაროშ,ი დედაჩემზე ლამაზი ქალი არ არსებობს. იმდენად ლამაზია, რომ ნეგატიურ გრძნობასაც ბადებს, რადგან ეს სილამაზე გაჯადოებს, ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ გაქცევს. მისთვის ძნელი იყო ამ სილამაზის ატანა. ადვილი არ არის, იყო ასეთი ლამაზი და ასეთ როლებში. ხალხს მართლა ჰიპნოზის ქვეშ აქცევდა. პლუს ჭკვიანია. არასდროს, არასდროს, არასდროს ყოფილა სამყაროში ასეთი ლამაზი ქალი. მორჩა! მისი რჩევები უაღრესად ზუსტია.

სოფი ლორენი

დედაჩემი სახალხო ქალია. ის სიღარიბეში დაიბადა და გაიზარდა. ომის დროს მისი ოჯახი ვირთხებს ჭამდა. იცოდა, რა იყო გაჭირვება და სიღარიბე. ამას არასდროს ივიწყებენ. სწორედ ასე რჩები ხალხთან ახლოს. დე სიკას ფილმებში მან ქუჩის ქალების როლები შეასრულა, რომლებიც ატარებენ წინააღმდეგობას თავის თავში. მას შეუძლია იყოს დედოფალი. ის არისტოკრატულ თვისებებს გენეტიკურად ატარებს თავის თავში. მე ეს მომწონს. მას ყველაფერი აქვს და ამიტომ არის ლეგენდარული. სრულიად უნიკალური არტისტია. არ არსებობს მისი მსგავსი. არაა ადვილი იყო ასეთი დიდი ქალის, დედოფლის შვილი, მაგრამ სიამაყე ამ სიძნელეს გადაძლევს.

სოფი ლორენისოფი ლორენი

ავტორი: ზმნა

01/11/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024