Logo

დღის ამბავი

"სიკვდილით დასჯა შეწყდა" - აცხადებს დონალდ ტრამპი

"სიკვდილით დასჯა შეწყდა" - აცხადებს დონალდ ტრამპი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება ირანელი დემონსტრანტის, 26 წლის ერფან სოლტანისკენ იყო მიმართული. ყველას ერთი სურვილი ამოძრავებს - ეს უდანაშაულო ბიჭი (და არა მხოლოდ ის) არ ჩამოახრჩონ.

დღეს სოლტანი არ მოუკლავთ - ეუბნება მისი ოჯახის წევრი Sky News-ს.

Sky News წერს, რომ სოლტანის ოჯახის ინფორმაციით, დემონსტრანტის სიკვდილით დასჯის საფრთხე კვლავ არსებობს.

"ირანიდან სიახლეები გვაქვს, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ. ჩვენ გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობა შეწყდა და დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა აღარ იგეგმება... თუ ეს მოხდება, ჩვენ ძალიან გავბრაზდებით. მაგრამ ეს ინფორმაცია ახლახან მომაწოდეს, რომ სიკვდილით დასჯა შეწყდა. დღეს უნდა ყოფილიყო სიკვდილით დასჯის დღე..."- ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

სოლტანის შესახებვრცლად წაიკითხავთ ამ მბულზე...

ავტორი: ზმნა

01/15/2026