Logo

ჯანმრთელობა

სიმსუქნე თქვენი ბრალი არ არის! - ქირურგი ვახტანგ ედიშერაშვილი

სიმსუქნე თქვენი ბრალი არ არის! - ქირურგი ვახტანგ ედიშერაშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

წლების განმავლობაში საზოგადოებაში დამკვიდრებული იყო სტერეოტიპი, რომ წონაში მატება მხოლოდ და მხოლოდ ხასიათის სისუსტის, თავშეუკავებლობისა და „ზედმეტი ჭამის“ შედეგია. თუმცა, თანამედროვე მედიცინა ამ შეხედულებას სრულიად აბათილებს.

ბარიატრიული ქირურგი ვახტანგ ედიშერაშვილი განმარტავს, რომ სიმსუქნე რეალურად ქრონიკული დაავადებაა და არა პიროვნული არჩევანი. ექიმის განმარტებით, პრობლემა ხშირად ნებისყოფის ნაკლებობაში კი არა, ჩვენივე სხეულის ბიოლოგიურ რეაქციებშია.

ვახტანგ ედიშერაშვილი

როდესაც ადამიანი რადიკალური მეთოდებით არაერთხელ იკლებს და შემდეგ ისევ იმატებს წონას, ორგანიზმისთვის ეს პროცესი უდიდესი სტრესია. ორგანიზმი წონის სწრაფ კლებას საფრთხედ აღიქვამს და თავისი ცხიმოვანი ქსოვილის მარაგების დაცვას იწყებს. გადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, სხეული გაიძულებთ, რომ უფრო მეტად მოგშივდეთ და ამავდროულად მაქსიმალურად დაზოგოთ ენერგია. სწორედ ამიტომ, მხოლოდ საკვების შეზღუდვა ხშირად მანკიერ წრეს ქმნის, საიდანაც დამოუკიდებლად თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია.

სიმსუქნე

„რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ სიმსუქნე თქვენი ბრალი არ არის?!
დიეტებს იცავთ, საყვარელ საკვებზე უარი თქვით, ცდილობთ ახალი ცხოვრება დაიწყოთ, მაგრამ სიმსუქნე მაინც თქვენს პრობლემად რჩება. შესაძლებელია, რომ პრობლემა თქვენს ნებისყოფაში არ არის.
როდესაც ადამიანი არაერთხელ იკლებს და ისევ იმატებს წონას, ორგანიზმი აღიქვამს სტრესს და იწყებს თავისი ცხიმოვანი ქსოვილის მარაგების დაცვას. ის გაიძულებთ, უფრო მეტად მოგშივდეთ და ენერგია დაზოგოთ. თქვენ სუსტი არ ხართ, თქვენ დაავადებას ებრძვით მკურნალობის გარეშე,“ - განმარტავს ვახტანგ ედიშერაშვილი.

სიმსუქნე

მისი განმარტებით, სიმსუქნე კომპლექსური პრობლემაა და მასთან ბრძოლას თანმიმდევრული ნაბიჯები სჭირდება.
"სიმსუქნე ბევრად უფრო რთული პრობლემაა, ვიდრე უბრალოდ „ბევრი ჭამა. მასზე გავლენას ახდენს ჰორმონები, გენეტიკა, მეტაბოლიზმი, სტრესი და ცხოვრების წესი. სწორედ ამიტომ თანამედროვე მედიცინა სიმსუქნეს დაავადებად აღიარებს და არა ხასიათის სისუსტედ. პირველი ნაბიჯი ცვლილებისკენ საკუთარი თავის დადანაშაულების შეწყვეტაა. მეორე ნაბიჯი - სწორი ინფორმაციის მიღება," - ამბობს ქირურგი.

ავტორი: ზმნა

06/16/2026

ექიმივახტანგ ედიშერაშვილისიმსუქნეჯანმრთელობა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024