Logo

ტაბლოიდი

"სინამდვილეში ასე იყო" - "ურსას" სოლისტის კომენტარი საკონცერტო სკანდალზე

"სინამდვილეში ასე იყო" - "ურსას" სოლისტის კომენტარი საკონცერტო სკანდალზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გერმანიაში "ურსას" კონცერტი ჩაიშალაო, სამი დღეა მიდის განსჯა. ძალს ჯგუფია, ძალს - საზოგადოების ნაწილი. ვიდეო ატვირთეს, სადაც ემიგრანტები ხვდებიან ბიჭებს. ატყდა ამბავი, ეგ ძველი კადრებია, ვის ატყუებენო.

ნიდერლანდებში, თეატრში, გურამ ოდიშარიას პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე მოსული ხალხის ვიდეო გააზიარაო...

ადგა "ურსას" სოლისტი, გიორგი ძოწენიძე და ვიდეო წაშალა, გამოგვიგზავნეს და შეცდომაში შეგვიყვანესო... ამით ეჭვი უფრო განმტკიცდა, რომ კონცერტი ნამდვილად ჩაიშალა. დიდი ინტერესიდან გამომდინარე, წაშლილ ვიდეოზე ხომ უნდა ეთქვა რამე. ამიტომ მომღერალმა პოსტი გამოაქვეყნა.

გიორგი ძოწენიძე: მოგესალმებით მეგობრებო, გულშემატკივრებო და ჯანსაღი კრიტიკის მქონე ადამიანებო.

მინდა იმ გაურკვევლობასთან დაკავშირებით გავაკეთო განცხადება, სადაც თითქოს რაღაცეების გასაყალბებლად მიზანმიმართულად გამოვიყენე ვიდეო, რომელიც სხვა დროს და სხვა ადგილას ყოფილა გადაღებული.

სინამდვილეში ასე იყო: კონცერტის დღეს, 22 ნოემბერს კონცერტის წინ ორგანიზატორს გამოუგზავნეს ეს ვიდეო. ბუნებრივია მე არ ვიცოდი, ეს კადრები, როდის და სად იყო გადაღებული. ამას ვერც ვერსად გადავამოწმებდი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც და ორგანიზატორიც მიზანმიმართულად შეგვიყვანეს შეცდომაში, წავშალე ვიდეო და ამ კადრების გარეშე თავიდან დავდე. ფაქტი ისაა, რომ კონცერტი ემიგრანტებისთვის გერმანიაში ჩატარდა. ამის არაერთი მოწმეა და ტყუილი არც გვჭირდება. რომ ჩაშლილიყო ამასაც ვიტყოდით, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ასეთი უმნიშვნელო საკითხი ვთვლი, რომ საყურადღებო არაა. უამრავი კონცერტი გადადებულა და გაუქმებულა, რომც გაუქმებულიყო არც ეს იქნებოდა ტრაგედია, სხვა დროს და სხვაგან ჩატარდებოდა.

სქრინს, სადაც ეს ვიდეოა გამოგზავნილი "მტკიცებულებად" ვტვირთავ . პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით არ ვაჩვენებ, ამ ადამიანის სახელს და გვარს.

ვისაც შეთქმულების თეორიების სჯერა, დაე სჯეროდეს. ყველას თავისი არჩევანი აქვს.

ურსა

ავტორი: ზმნა

11/24/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024