ასტროლოგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
3 მარტს მე-13 გრადუსზე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში მთვარის სრული დაბნელებაა, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივად, თითქმის 1 საათს გასტანს.
ღამის მნათობი სისხლისფრად შეიღებება...
როგორც ასტროლოგები ამბობენ, დაბნელების ზეგავლენას უფრო მეტად ის ადამიანები იგრძნობენ, ვინც ამ გრადუსზეა დაბადებული ნებისმიერ ზოდიაქოში, ან პირად რუკაში ამ გრადუსებზე ჰყავთ პლანეტები.

როგორ მოვლენებს მოიტანს დღევანდელი დაბნელება?
ამ კითხვაზე დეტალურ პასუხს ყველა ზოდიაქოს ნიშნისათვის ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვიზიარებს.
"ზოგისთვის კარგი ამბები იქნება, ზოგისთვის არც ისე. ამას თქვენი ნათალური რუკა განსაზღვრავს. დანარჩენებისათვის ეს დაბნელება ყოველგვარი ცვლილებების გარეშე ჩაივლის," - ამბობს ასტროლოგი და კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს.
„რას მოუტანს ეს დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებს?
ვსაუბრობ ზოგად ტენდენციებზე, ინდივიდუალური რუკა ყოველთვის გადამწყვეტია.
მოცემულობა შეგიძლიათ წაიკითხოთ ასცენდენტის მიხედვითაც, და ეს უფრო გამართლებული იქნება. თუ რათქმაუნდა, იცით თქვენი პირადი რუკა და ასცენდენტი.
ვერძი
სამუშაო, ყოველდღიური რეჟიმი, ჯანმრთელობა.
საჭიროა სტრუქტურის გადახედვა. მხარდაჭერა კარიერულ ზრდაში.
კურო
შემოქმედება, შვილები, პირადი პროექტები.
ძველი იდეა შეიძლება ახალ ეტაპზე გადავიდეს.
ტყუპი
სახლი, ოჯახი, უძრავი ქონება.
შესაძლებელია საცხოვრებელთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.
კირჩხიბი
ინფორმაცია, ხელშეკრულებები, სწავლის თემები.
მნიშვნელოვანი საუბარი ან შეთანხმება.
ლომი
ფინანსები.
შემოსავლის მოდელის გადახედვა, გაფართოების შანსით.
ქალწული
პირადი იდენტობა, ახალი ეტაპი.
ძველი როლი სრულდება, ახალი იწყება.
სასწორი
დასრულება, კულისები, ფსიქოლოგიური გათავისუფლება.
შიდა გაწმენდის პერიოდი.
მორიელი
მეგობრები, ჯგუფები, სამომავლო გეგმები.
ახალი სოციალური სივრცე.
მშვილდოსანი
კარიერა და სტატუსი. სამყარო გაძლევთ შესაძლებლობას, მაგრამ პასუხისმგებლობაც იზრდება.
თხის რქა
საზღვარგარეთის თემები, განათლება, მსოფლხედველობა.
გაფართოების ფაზა.
მერწყული
საერთო ფინანსები, ვალდებულებები.
სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილება.
თევზები
ურთიერთობები.
ძველი კავშირი სრულდება ან ახალ დონეზე გადადის.
განახლებებს გისურვებთ,“ - ამბობს ასტროლოგი.
03/02/2026