Logo

სითბო და ემოციური ბმა, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება

სითბო და ემოციური ბმა, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება

11/19/2025

ტექსტის ზომა

ჩახუტება დედასა და ჩვილს შორის მყისიერად იწვევს სითბოს შეგრძნებას, რადგან ამ დროს ტვინის ის უბნები აქტიურდება, რომლებიც უსაფრთხოების განცდასა და სიმშვიდის შეგრძნებაზე არიან პასუხისმგებელი.

როდესაც დედა შვილთან ახლოსაა და მის კანს კანით ეხება, სენსორული ნერვების მეშვეობით იგზავნება სიგნალები, რომლებიც ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და დედასაც და შვილსაც კომფორტული სიმშვიდე ეუფლება.

ჩახუტება

ჩახუტება ბავშვობის პირველი ენაა,რომელიც უსაფრთხოებას, სიყვარულსა და სიმშვიდეს სიტყვების გარეშე გამოხატავს. ამ პროცესის შედეგად, ჩვილის ორგანიზმში ქვეითდება სტრესის ჰორმონი (კორტიზოლი) და ძლიერდება დამამშვიდებელი ქიმიური ნივთიერებები. იმავე ეფექტს განიცდის დედაც — მათი სხეულები ჩახუტებაზე სინქრონულად რეაგირებენ.

ჩახუტება

შეიძლება ითქვას, რომ ჩახუტება ფიზიოლოგიური მედიტაციაა, რომელიც ერთნაირად ამშვიდებს როგორც ბავშვს, ასევე მშობელს. ამ დროს, ორგანიზმი გამოყოფს ოქსიტოცინს — „სიყვარულის ჰორმონს“, რომელიც აძლიერებს ემოციურ კავშირს და ქმნის სიმყუდროვის განცდას.

ბავშვი ნელ-ნელა სწავლობს, რომ დედა ასოცირდება სიმშვიდესთან, სითბოსთან და დაცულობასთან. ეს ასოციაცია შვილს დედის მიმართ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიჰყვება.

ჩახუტება

ექიმები და ფსიქოლოგები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას „კანით კანზე კონტაქტის” მნიშვნელობაზე. ამ ტიპის კონტაქტს შეუძლია დაარეგულიროს ბავშვში გულის ცემა და სუნთქვა, გააუმჯობესოს ძილი, დააჩქაროს წონის მატება და დაამყაროს ძლიერი ემოციური კავშირი.

ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაადრევი ჩვილებისთვის. მათთვის ეს პირდაპირი „თერაპიაა“. როდესაც დედა ჩვილს იკრავს გულში, ოქსიტოცინის გამოყოფა მასშიც ძლიერდება.

ჩახუტება

ასე რომ, დედისა და შვილის ჩახუტება ყოველთვის ორმხრივი პროცესია. ამ დროს იქმნება ორმხრივი კავშირი, ბმა, რომელიც არასოდეს იშლება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დედაშვილობაკავშირიმეცნიერებაჩახუტება
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026