
10/06/2026
ინფლუენსერი და მსახიობი თამუნა მდივანი, რომელსაც წელიწადნახევრის წინ, თავს უდიდესი ტრაგედია დაატყდა და ვაჟი გარდაეცვალა, თავის გამომწერებს, პერიოდულად, მამოტივირებელ გზავნილებს აწვდის.
ამჯერად, თავისი ვიდეოთი, ადამიანებს ცხოვრების გაგრძელებისკენ და კარგად ყოფნისკენ მოუწოდებს.
თამუნა მდივანი: ასეთი კითხვა მაქვს ჩემს თავთან - გავწირავ თუ არა სიცოცხლეს ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის? რა თქმა უნდა, იმ წუთში მოდის პასუხი - კი! რომ შემეძლოს, ერთი წამი არ დავფიქრდებოდი და გიორგის გავუცვლიდი ადგილს.
მეორე კითხვა მაქვს, ისევ საკუთარ თავთან: შემიძლია თუ არა გავაგრძელო სიცოცხლე ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის სრულფასოვნად?
რომელი უფრო ძნელია?
სიცოცხლის დასრულება წამებში ხდება. სიცოცხლე რომ საყვარელი ადამიანებისთვის გააგრძელო და შენი თავის საუკეთესო ვერსია იყო - დედა, რომელიც შვილებს აბედნიერებს, მუღლე, რომელიც მეუღლეს აბედნიერებს, მე მგონი, უფრო რთულია.
ნებისმიერ ვარიანტში, რაც არ უნდა ხდებოდეს, უნდა ავირჩიოთ სიცოცხლე, სიცოცხლის გაგრძელება. იმიტომ რომ მე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემი ოჯახის წევრების, შვილების, მეუღლის მიმართ. ისინი, ყველა, გამადიდებელი შუშით მიყურებენ და მაკვირდებიან, აბა, როგორ ვარ?!
ამიტომ უნდა ვიყო კარგად.
უნდა ვიყო კარგად!
უნდა ვიყოთ კარგად! სხვა გზა არ არის!

ცოტა ხნის წინ თამუნამ, თავის გამომწერებს, ვიდეომიმართვით ერთი ცხოვრებისეული გზავნილის შესახებ უამბო.
"ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა აზრი აქვს ცხოვრებას? ნეტა, რა მისიით ვართ, რატომ მოვდივართ? რომ მივდივართ და ამ წუთისოფელს ვტოვებთ, რა დანიშნულება აქვს ჩვენს ცხოვრებას-მეთქი?
ერთხელაც, ამ ჩვეულ ფიქრებში მოვდივარ, გავიხედე ქუჩაში გვერდზე და სახლის კედელზე ვკითხულობ მიწერილ ფრაზას - "დათესე სიკეთე!"
აქედან დასკვნა: არასდროს არ ვართ მარტო, ჩვენთან ყოველთვის არის უფალი და როდესაც რაღაცას ვეკითხებით, აუცილებლად გვპასუხობს."

თამუნა და მისი ქალიშვილი მარიამ მდივანი, კოვიდ პანდემიის დროს, ტიკ-ტოკზე ყოველდღიური ყოფითი ბლოგების გარდა, გამომწერებს კულინარიულ კონტენტსა და რეცეპტებსაც სთავაზობდნენ. თავდაპირველად თამუნამ ვიდეოებს გადაღება სწრედ მარიამის რჩევით დაიწყო და გულშემატკივრების არმია დაუგროვდათ.
თამუნა მდივანის უფროს ქალიშვილს, სალომე ქათამაძეს პოპულარული მუსიკალური შოუებიდან თუ კონკურსებიდან კარგად იცნობთ. მომღერალი საზღვარგარეთ აგრძელებს ცხოვრებას.
გიორგი მდივანი გასული წლის აპრილში ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა.
გააზიარე სტატია