Logo

"სიცოცხლეს შევწირავ" - ინტერვიუ ქალთან, რომელიც რუსთაველზე დააკავეს

"სიცოცხლეს შევწირავ" - ინტერვიუ ქალთან, რომელიც რუსთაველზე დააკავეს

11/04/2025

ტექსტის ზომა

წუხელ მეტრო "თავისუფლებასთან" კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჟურნალისტი და აქტივისტი - ლეილა ცომაია, გზის გადაკეტვისთვის, დააკავეს.

ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ცომაია არაერთხელ იყო რუსული რეჟიმის მიერ დატყვევებული.

ლეილა ცომაია

ტელეკომპანია "ტვ პირველთან" გაკეთებულ კომენტარში ჟურნალისტი დაუმორჩილებლობას აცხადებს.

ლეილა ცომაია: დაუმორჩილებლობას ვუცხადებ არა მარტო პოლიციას, არამედ მთლიანად ივანიშვილის ეგრედ წოდებული ხელისუფლების რეჟიმს. ხელწერილს მადებინებდნენ. არც ის მაინტერესებს. არ მაინტერესებს უკანონო, დიქტატორული რეჟიმის დადგენილებები. არ წავიკითხე, ხელს არაფერზე მოვაწერ, არაფრის პირობას არ ვიძლევი. აქედან გამათავისუფლეთ და ხვალ ისევ დავდგები იქ და გზის გადაკეტვაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებ.

ლეილა ცომაია

ივანიშვილს ჰგონია, მასავით ბოგანოა ქართველი ერი. ჩვენ უძველესი ცივილიზაციის ერი ვართ, რომელსაც უძველესი კულტურა და მონაპოვარი გვაქვს. როგორ გაგვიბედა ის, რაც 13 წლის განმავლობაში გაგვიბედა.

მე საკუთარ სიცოცხლესაც კი შევწირავ იმისთვის, რომ ივანიშვილმა თავისი დიქტატორული და მაოხრებელი პოლიტიკა ვეღარ გააგრძელოს. კონსტიტუცია თავზე გადაგვახია.

ლეილა ცომაია

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026