Logo

სიზიფეს შრომა — უსასრულო მცდელობის სიმბოლო

სიზიფეს შრომა — უსასრულო მცდელობის სიმბოლო

11/26/2025

ტექსტის ზომა

სიზიფეს შრომა - ასე უწოდებენ დაუსრულებელ და უნაყოფო შრომას.

ბერძნულ მითოლოგიაში იყო მეფე, სახელად სიზიფე, რომელიც თავისი ჭკუითა და მზაკვრობით ღმერთებსაც კი ეჯიბრებოდა. ამბობდნენ, რომ ისე უყვარდა ცხოვრება, თავად სიკვდილსაც კი მოატყუა.

ღმერთებმა, შურისძიების მიზნით, სიზიფეს სამუდამოდ დასჯა გადაწყვიტეს და უცნაური დავალება მისცეს. მას უზარმაზარი ქვის გორაკზე აგორება დაევალა...

ყოველ ჯერზე, როცა სიზიფე თითქმის მწვერვალს უახლოვდებოდა, ქვა ისევ ქვევით გორდებოდა.

სიზიფეს შრომა

ასე გრძელდებოდა უსასრულო წრე: შრომა, მოლოდინი, იმედი, მარცხი… და ისევ თავიდან.

გამოთქმა „სიზიფეს შრომა“ დღეს იმ შემთხვევაში იხმარება, როცა ადამიანი ძალისხმევას ამაოდ ხარჯავს. როცა შრომა შედეგამდე ვერ მიიყვანს.

სიზიფეს შრომა, ეს მძიმე და უნაყოფო შრომის, ამაო ჯაფის სინონიმია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ამაო გარჯაგამოთქმასიზიფესიზიფეს შრომა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026