სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სოფი ლორენი 90-ს გადაცდა, თუმცა მისი გარეგნობა მაინც არაჩვეულებრივია. ეს ყველაფერი წლების ჩვევების, სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამსახურებაა. იტალიელი კინოვარსკვლავი კი ამბობს - "ყველაფერს, რასაც ხედავთ, სპაგეტის დამსახურებაა.“
გთავაზობთ მის დიეტას, რომელიც წლებია პოპულარობით სარგებლობს.

სოფი ლორენის მაკარონის დიეტა
მაკარონი - მთავარი პროდუქტი 3-დღიანი კვების რაციონში, რომელიც უწყობს ხელს ფორმების შენარჩუნებას. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, მაგრამ იტალიელები დიეტებში ხშირად მაკარონს აუცილებელ პროდუქტად მიიჩნევენ.
პირველი დღე

მეორე დღე
მესამე დღე
უჩვეულო დიეტაში სოფი დიდ ყურადღებას აქცევს მაკარონის შერჩევის პროცესს. პასტა უნდა იყოს მომზადებული ხორბლის განსაკუთრებულად მყარი სახეობით.
სოფი ლორენის ჩვევები
ყოველდღიურ რუტინაში მსახიობი მარტივ წესებს ითვალისწინებს, ძილის შემდეგ აუცილებლად მსუბუქ აერობიკულ ვარჯიშებს აკეთებს. ყოველდღიურად მიირთმევს 1 იოგურტს, ხოლო დღეგამოშვებით - რამდენიმე ნაჭერ ანანასს.
სოფი უპირატესობას ცივ შხაპს ანიჭებს. ეს ეხმარება სხეულის სიჯანსაღის შენარჩუნებაში. რაც მთავარია, იცავს ძილის რეჟიმს: 23:00 არის ის დრო, როდესაც მსახიობი დასაძინებლად ემზადება.

08/27/2026