კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
როგორც იცით, ბათუმის დრამატულმა თეატრმა, პრემიერამდე ორი დღით ადრე სპექტაკლი მოხსნა.
"თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე, თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზირებას. პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს" - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლში - „DARK WEB“ მონაწილე მსახიობთაგან, ეკა ჩავლეიშვილი ერთ-ერთია, რომელიც ფაქტს, ფეისბუქზე, ეხმიანება.
ეკა ჩავლეიშვილი: კარგი სპექტაკლით გვინდოდა გაგვეხარებინა მაყურებელი, მაგრამ მოგვიხსნეს.
სუბიექტური ობიექტურობით, თუ ობიექტურად სუბიექტურობითო
მიზეზად ეს დაიწერა ჩვენი თეატრის გვერდზე.
დილიდან მირეკავენ ტელევიზიები.
არ მაქვს იმის სურვილი , რომ ამ თემაზე საჯაროდ ვისაუბრო.
მხოლოდ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს და მორჩა კინო.
უძლიერესი გუნდი ვმუშაობდით თითქმის სამი თვე. 6 ცალი მხეცი არტისტი და უკარგესი სადადგმო ჯგუფი.
ბევრი ჭორ-მართალი დაიწერება ამ ფაქტის შესახებ, სიმართლე კი ის არის, რომ ამჯერადაც ციხე შიგნიდან გატყდა.
ვისაც ძალიან უნდოდა და ვერაფრით ვერ მოახერხა ჩვენს სპექტაკლში შემოკვეხება, პატარა მიიბოღმენ და ყველა რესურსი გამოიყენეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელსა და რეჟისორს შორის, უკიდურესად დაეძაბათ ურთიერთობა.
ბრავო კოლეგებო, მიზანს მიაღწიეთ, სპექტაკლი არ შედგება.
P.S. გეგა გაგნიძესთან მუშაობა ინატროს ყველა არტისტმა. უძლიერესი რეჟისორია და უბრალოდ კარგი ადამიანი.
02/06/2026