საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ზურა შევარდნაძე მის გარშემო ატეხილ აჟოტაჟს და თანამშრომლის ბრალდებას, პირველად პასუხობს. აი, რას წერს მებაღე ფეისბუქზე.
"დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ..
მზად ვარ ლანძღვის, შეურაცყოფის, გინების, წყევლის ასატანად.
იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კი არა, ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე, აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს.
თუ კი გეწყიინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ დაწერეთ, ამოთქვით ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა. დაწერეთ, დამარიგეთ, ვის ბოდიში მოვუხადო და ვის მადლობა გადავუხადო, დაწერეთ, მასწავლეთ ჭკუა და ზრდილობა....
გაზაფხულია, ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ, გაზაფხულია, გაზაფხულია საჩვენო ამინდია..
სპეც ოპერაცია "მადონა" რომ მორჩება, ამაზე თუ მოისურვებთ, მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია.
დაწერეთ, დაწერეთ..." - წერს შევარდნაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, "გარდენია შევარდნაძის" დამფუძნებელს, ზურა შევარდნაძეს, დაქირავებული თანამშრომელი, მადონა ტიგინაშვილი უპირისპირდება და ბრალს უხეშად მოქცევაში სდებს.
ვრცლად ამ ისტორიაზე წაიკითხავთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
"მას არ უყვარს არც მცენარეები და არც ადამიანები" - ზურაბ შევარდნაძეს უხეშობაში ადანაშაულებენ
ისტორიას გამოეხმაურა შორენა ბეგაშვილი და "გარდენია შევადნაძესთან" დაკავშირებით, მანაც თავისი პრეტენზია გამოთქვა
"პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი" - რას ჰყვება შორენა ბეგაშვილი ზურა შევარდნაძეზე
04/01/2026