კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მომღერალმა ეკა მამალაძემ გადაცემაში „პირველი სტუდია“ იმ შემთხვევებზე ისაუბრა, როცა ხელოვნების წარმატებული მოღვაწეების შვილები, მშობლების ჩრდილიდან ვერ გამოდიან.
მომღერალმა აღიარა, რომ ნანი ბრეგვაძის ჩრდილში ყოფნა მასაც ემუქრებოდა და ამის კომპლექსი აწუხებდა, თუმცა მოახერხა, რომ ქართულ, მუსიკაში დედისგან დამოუკიდებლად საკუთარი სიტყვა ეთქვა.
"როდესაც ძალიან დიდია ხელოვანი, იმისი შვილი ყოველთვის ჩრდილქვეშ არის. .. მაგრამ მე ეს აბსოლუტურად არ მაღელვებს, რადგან ფაქტებს სწორად ვიღებ. ვინც ამას სწორად არ ხვდება, ის იტანჯება. მე რაც სიმღერა დავიწყე, რაც გამოვჩნდი, მგონია რომ რაღაც ჩემი გავაკეთე მუსიკაში.
ჩემი ინდივიდუალიზმი რომ არ მქონოდა, რომ ვყოფილიყავი ძალიან ნანისნაირი, ვერავითარ შემთხვევაში აქამდე ვერ მოვიდოდი.
უბრალოდ გენეტიკა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ნანისნაირი არ ვიყო რაც ასაკში შვედი და მაკიაჟს ვხმარობ, ხანდახან არის დღეები, რომ დედაჩემი თვითონ ვერ ასხვავებს მე ვარ თუ თვითონაა.

ამიტომ სულ მაქვს ეს რაღაც, რასაც შეიძლება კომპლექსი დავარქვა, რომ მე არ ვიყო ნანისნაირი. ალბათ ყველას აქვს ეს, დიდ მსახიობებსაც , რომ შვილები არ იყონ მათნაირები. იმას მაინც ვერ აჯობებ, იმან თავისი სათქმელი თქვა უკვე...ახლა შენ იმის ჩრდილიდან უნდა გამოხვიდე...
მე არც ნანის რეპერტუარი არ მინდა ვიმღერო... ჩემი მინდა მქონდეს და მე ამას მივაღწიე. ჩემს მუსიკალურ შემოქმედებაში მივაღწიე იმას, რომ რაღაც პატარა ჩემი სიტყვა მეთქვა,“ - თქვა მომღერალმა.
11/21/2025