Logo

"სულ მიკვირდა, გარდაცვლილ ადამიანებს, სოციალურ ქსელებში რომ სწერდნენ. ახლა მივხვდი..." - დონარა გვრიტიშვილს ქალიშვილი იხსენებს

"სულ მიკვირდა, გარდაცვლილ ადამიანებს, სოციალურ ქსელებში რომ სწერდნენ. ახლა მივხვდი..." - დონარა გვრიტიშვილს ქალიშვილი იხსენებს

03/03/2026

ტექსტის ზომა

დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი, ხატია ხოსროშვილი სოციალურ ქსელში დედას მიმართავს და მის ფოტოებს აქვეყნებს. მსახიობი 23 ოქტომბერს გარდაიცვალა. გახსოვთ, ალბათ, სიკვდილის წინ, პატიმარი შვილის ნახვას რომ ითხოვდა... სურვილი აისრულა და მშვიდად წავიდა მარადისობაში.

ხატია კი ფეისბუქზდე წერს:

"სულ მიკვირდა, გარდაცვლილ ადამიანებს სოციალურ ქსელებში რომ სწერდნენ. ახლა მივხვდი, ამოთქმისთვის, საკუთარი თავისთვის გინდა უთხრა, რომ გიყვარს და გჭირდება.

დონარა გვრიტიშვილი

სულ ერთია, სადაა ხიდი ჩვენს სამყაროებს შორის, ჩემს შინაგან ბავშვს ისევ ისე სჭირდები... სულ ასეთი ციმციმა იქნები ჩემთვის და ბოლო დროს შენს თვალებში ჩამდგარ სევდიან სიყვარულშიც სულ გავთბები.

მიყვარხარ, ჩემო პატარა დედიკო, ღირსეულო და მშვენიერო სულო.

გილოცავ დედის დღეს"...

დონარა გვრიტიშვილი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026