Logo

"სულ ვფიქრობ, ამ ორ განსხვავებულ ადამიანს რა აერთიანებს?" - დავით თევზაძე 78 წლის გახდა

"სულ ვფიქრობ, ამ ორ განსხვავებულ ადამიანს რა აერთიანებს?" - დავით თევზაძე 78 წლის გახდა

01/30/2026

ტექსტის ზომა

დავით თევზაძე 78 წლის გახდა. ქართველი გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი (1998 წლის აპრილიდან 2004 წლის თებერვლამდე), სოციალურ ქსელში, ასაკთან დაკავშირებულ პოსტს აქვეყნებს.

"მაშასადამე ასე: დღეს გავასრულე 77 წელი და ცხოვრების გზაზე 78-ე აღმართს შევუდექი...
პირველ სურათზე 1966 წელია და 17 წლის ვარ. მეორეზე - 2026 და, შესაბამისად, დღეიდან - 77 წლისა.

დავით თევზაძე


ვუყურებ ორივეს და სულ ვფიქრობ, ამ ორ განსხვავებულ ადამიანს რა აერთიანებს? ის, რომ ერთის იმედები მეორესათვის მოგონებებია? ის, რომ ერთის მომავალი წარსულია მეორესათვის? თუ ის, რომ პირველის ოცნებათა სკივრი დაუცარიელდა მეორეს?

დავით თევზაძე


არ ვიცი და, სავარაუდოდ, ვეღარც ვერასოდეს გავიგებ...
აქ კი ერთი, არც თუ განსაკუთრებულად ცნობილი პოეტის, ვალიკო გოგოჭურის, ლექსად ნათქვმი გამახსენდა:

"მოულოდნელად გაგიფრინდა ახალგაზრდობა,
როგორც ბულბული გალიიდან ბალღობისასა,
ვერ მოასწარი სიყვარულის ცეცხლზე დადნობა,
ჰაი ,დედასა მტრისასა!..."
რას იზამ?" - წერს ის ფეისბუქზე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026