Logo

სულგუნი ლიონიდან - საფრანგეთში დამზადებული ქართული ყველის რეცეპტი

სულგუნი ლიონიდან - საფრანგეთში დამზადებული ქართული ყველის რეცეპტი

02/22/2026

ტექსტის ზომა

სულგუნი ქართული ყველის სახეობაა, რომელიც ძროხის ან კამეჩის ახალმოწველილი რძისგან მზადდება. მას ახლა თითქმის მთელ საქართველოში ამზადებენ, თუმცა ტრადიციულად სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებში აწარმოებდნენ.

სულგუნის დამზადებისას ახლად ამოყვანილ „ჩვილ“ ყველს ჩაჭრიან რძეში ან თბილ წყალში და ზელენ ხელით ვიდრე არ ამოიწელება. შემდეგ ამ მასას მოაყრიან მარილს, მრგვალ თავებად შეახვევენ, ერთხანს ცივ წყალში ამყოფებენ და მერე შესანახად ჩაყრიან წათხში.

უკანასკნელ დღეებში სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველი ემიგრანტის, გვანცა ძნელაძის მიერ მომზადებულ სულგუნს, რომელიც გვანცამ არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთის ქალაქ ლიონში მოამზადა.

„სულგუნი ლიონიდან

ცხელ წყალში ვათავსებ თხელ ნაჭრებად დაჭრილ ჭყინტ ყველს. ვურევ, ველოდები დნობას და ვიღებ პრიალა, ელასტიკურ მასას.

თქვენ როგორ აკეთებთ სულგუნს?“- დაწერა საკუთარ კულინარიულ გვერდზე მოყვარულმა კულინარმა და სულგუნის მზადების სრული პროცესის ვიდეოგაკვეთილიც განათავსა.

Your browser does not support the video tag.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

კულინარიალიონირეცეპტისულგუნი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026