სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ლამინ იამალს 19 წელი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე სულ რაღაც 6 დღით ადრე შეუსრულდა და XXI საუკუნეში პლანეტის მთავარი ჯილდოს მომგები ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მასზე პატარა მსოფლიოს ჩემპიონები კი, მთელი ისტორიის განმავლობაში, მხოლოდ პელე, რონალდო და ჯუზეპე ბერგომი იყვნენ.
თუმცა მსოფლიო სპორტის ყველა ლეგენდა ამ ასაკში ჯერ კიდევ არ იყო სუპერვარსკვლავი. მოდი, გავიხსენოთ, ვის რა მიღწევა ჰქონდა თინეიჯერობის ბოლო წელს პროფესიულ სპორტში.
ლიონელ მესი მოგებული ჰქონდა ჩემპიონთა ლიგა, შეასრულა ჰეთ თრიკი ელ კლასიკოში.
კრიშტიანუ რონალდუ ატარებდა პირველ სეზონს „მანჩესტერ იუნაიტედში“. მოიგო ინგლისის თასი, ჰქონდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში.
კილიან მბაპე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე. მისი სატრანსფერო ღირებულებამ 180 მილიონ ევროს მიაღწია.
ერლინგ ჰალანდი ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში, „ზალცბურგის“ შემადგენლობაში, ჰეთ თრიკი შეასრულა. გადავიდა დორტმუნდის „ბორუსიაში“ და საწყის სამ მატჩში 7 გოლი გაიტანა.
ჰარი კეინი დებიუტი „ტოტენჰემში“, იჯარა „ნორვიჩსა“ და „ლესტერში“. მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
ლებრონ ჯეიმსი პირველი ნომერი დრაფტში, სეზონის საუკეთესო ახალწვეული და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი.
სტეფ კარი სტუდენტური ლიგის „დევიდსონ ვაილდქეთსის“ მოთამაშე და სეზონის საუკეთესო კალათბურთელი. NBA-ში დებიუტამდე ერთი წელი აშორებდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველად შევიდა მსოფლიო რეიტინგის ტოპ-ოცეულში. მოიგო პირველი ტურნირი და როლან გაროსის ¼ ფინალში გავიდა.
იანიკ სინერი მოიგო ATP-ს პირველი ტურნირი. ნოვაკ ჯოკოვიჩის მერე გახდა როლან გაროსის ყველაზე ახალგაზრდა ¼ ფინალისტი.
სერენა უილიამსი წყვილთა თანრიგში კარიერული დიდი შლემი შეაგროვა. US Open-ის ფინალში კი საკუთარ უფროს დასთან დამარცხდა.
ფლიოიდ მეივეიზერი ატლანტის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გადავიდა პროფესიონალებში და ამ ასაკში უკვე 4 მოგება ჰქონდა.
კონორ მაკგრეგორი ჩაატარა პირველი პროფესიული ბრძოლა MMA-ში. სპორტისთვის თავის დანებებაც სურდა, მაგრამ დედამ გადააფიქრებინა.
მაქს ფერსტაპენი გახდა ფორმულას ისტორიაში გრან პრის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული.
ლუის ჰემილტონი ჯერ მხოლოდ ფორმულა 3-ის პილოტი იყო და სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა.
07/26/2026