ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბავშვთა სიმსუქნე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ვიზუალურ დისკომფორტს და თანამედროვეობის ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო გამოწვევად იქცა.
მსოფლიოში დაახლოებით 188 მილიონი მოზარდი ჭარბწონიანია. პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
მსოფლიო ჯანდაცვისა და სიმსუქნის ორგანიზაციების მონაცემებით, 2030 წლისთვის პლანეტაზე, სიმსუქნის დიაგნოზით, დაახლოებით 254 მილიონი ბავშვი იცხოვრებს.

აღნიშნულ პრობლემაზე პოდკასტ "მედსკრიპტუმში", მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა.
თამარ ობგაიძის განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ "კოსმეტიკური" საკითხი, სადაც ვმსჯელობთ, მოგვწონს თუ არა ჭარბწონიანი ადამიანი. ეს არის ჯანმრთელობის სერიოზული კრიზისი, რადგან სიმსუქნე პირდაპირ კავშირშია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები.
თამარ ობგაიძე ყურადღებას ამახვილებს იმ მძიმე შედეგებზე, რაც ამ პრობლემას ახლავს და განმარტავს, რომ ბრძოლა ჭარბი წონის წინააღმდეგ ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე უნდა დაიწყოს.

„პირველ რიგში, ორსული ქალის კვება უნდა იყოს სრულფასოვანი. აუცილებელია მარტივი ნახშირწყლების შეზღუდვა. ასევე მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკოთერაპიის გათვალისწინება. იმიტომ, რომ ანტიბიოტიკოთერაპია, რომელიც პირდაპირ მოქმედებს დედის მიკრობიოტაზე, შემდგომში მოქმედებს თავად ბავშვის მიკრობიოტაზე და მისი კავშირი სიმსუქნესთან, დადასტურებულია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ორსული დედის სწორი კვება, მისი დაავადებების სწორი მკურნალობა. ყველაფერი სწორედ ქედან იწყება.

უკვე ბავშვის დაბადების შემდეგ, აუცილებელია მისი კვების რაციონზე სწორი ზრუნვა, ზრუნვა, სწორი კვება და სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება,“ - აღნიშნა პედიატრმა.
05/17/2026