Logo

საზოგადოება

"თამარს მასშტაბური რამ ჰქონდა ნანახი, რაც არ აპატიეს" - ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას ითხოვს

"თამარს მასშტაბური რამ ჰქონდა ნანახი, რაც არ აპატიეს" - ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას ითხოვს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამასთან დაკავშირებით განცხადებას, პროკურატურაში, 19 აგვისტოს შეიტანს.

„არ მოხდა ამ საქმის საფუძვლიანი გამოძიება... 6 წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ზეგ შევიტანთ ახალ განცხადებას პროკურატურაში, გამოძიების ახალი მოთხოვნით" - "ფორმულას" ეთერში განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

მას აქვს კითხვები, შვილის გარდაცვალების ბურუსით მოცულ თემაზე ამომწურავი პასუხების მიღება სურს.

თეონა თამაზაშვილი: შოთაძემ მოწმენდილ ცაზე შეწყვიტა გამოძიება.

ეს საქმე ბევრ ლაფსუსს მოიცავს. აუცილებელია მისი თავიდან გამოძიება, რახან შოთაძის დროს არ მოხდა ამ საქმის საფუძვლიანი გამოძიება. ექსპერტიზა არ იყო ჩატარებული და მაშინვე თვითმკვლელობაზე დაიწყეს საუბარი. ნომერი პირველი კითხვის ნიშანი ის არის, რომ არ დამიბრუნეს მისი კომპიუტერი. რომელი თვითმკვლელის კომპიუტერს არ უბრუნებენ მშობლებს, ძალიან მაინტერესებს.

ჟურნალისტებიც იღებდნენ გზას, სადაც არ იყო ეს მანქანა დაფიქსირებული. მანქანა გზის გადაკეტვის შემდეგ გაჩნდა იქ.

პროგრამისტები დაკარგულან და მათ ამბავს ასეთი რეზონანსი არ მოჰყოლია და ეგონათ, ესეც მორიგი შემთხვევა იქნებოდა. ვერ გათვალეს ის ფაქტები, რაც მოხდა. მედიის ჩართვის შემდეგ იძულებული შეიქმნენ, მომხმარებოდნენ მოძებნაში.

  • - გაქვთ ინფორმაციას იმის თაობაზე - თამარი ქოლცენრტში მუშაობდა?
  • - როცა მიხვდა, რომ ქოლცენტრში მუშაობდა, იმიტომაც წამოვიდა იქიდან. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სუსი შეიძლება ყოფილიყო ქოლცენტრების მფარველი. მე ვფიქრობ, თამარს გაცილებით მასშტაბური რამე ჰქონდა ნანახი, რაც არ აპატიეს. თავისი ნიჭიდან გამომდინარე მას კომპრომატებზე ჰქონდა წვდომა.

მე ვეცდები, ყოველდღე ვივლი პროკურატურაში, თუნდაც ამ სისტემისთვის ერთი აგურის გამოძრობა დამჭირდეს. ვივლი და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ ჩემი შვილის საქმე გამოსაძიებელია. ექვსი წელია ჯოჯოხეთში ვცხორობ და ყოველდღე ვფიქრობ, რით ვაიძულო, რომ ჩემი შვილის საქმე გამოიძიონ. ერთხელ და სამუდამოდ სამართალმა იზეიმოს.

***

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისის შემდეგ ოჯახის წევრებს არ უნახავთ. გაუჩინარებიდან მეხუთე დღეს ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებისა და ვერტმფრენების ჩართვას წინ უსწრებდა ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია მოთხოვნით, რომ სამართალდამცველებს მეტი ძალისხმევა გამოეჩინათდაკარგულის მოსაძებნად.

ავტორი: ზმნა

08/18/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024