Logo

საზოგადოება

თამაზა ნიკოტინდამოკიდებულებაზე - "გული რომ ამიჩქარდა, ვიფიქრე, შეყვარებული ხომ არ ვარ-მეთქი"

თამაზა ნიკოტინდამოკიდებულებაზე - "გული რომ ამიჩქარდა, ვიფიქრე, შეყვარებული ხომ არ ვარ-მეთქი"

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თამაზ ლოხიშვილმა "მედგიდში" საკუთარ ნიკოტინდამოკიდებულებაზე ისაუბრა. რეანიმატოლოგმა ლევან ბესელიამ კი, დაამსხვრია მითი, რომ თითქოს აიქოსი უსაფრთხოა და ის არანაირ პრობლემას არ უქმნის ჯანმრთელობას.

"სიგარეტის ბოლში არის მხუთავი აირი, კუპრი, რაც არ არის აიქოსში. აიქოსი არა წვის პროდუქტი, გახურებული თამბაქოს ბოლია. სიგარეტთან შედარებით, მცირედად მსუბუქად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ნამდვილად არ არის უსაფრთხო - იწვევს ტახიკარდიას, სპაზმს, ხევლას, ყელის სიმშრალეს. ეს თანხმლები დაავადებები კი, საბოლოოდ მიდის მძიმე დაავადებამდე. კატასტროფულად იზრდება ინფარქტის და ინსულტის რისკი მწეველებში. შეუქცევად ზიანს აყენებს სასუნთქ გზებს" - თქვა ექიმმა სოფო ჯაფარიძის გადაცემაში.

თამაზ ლოხიშვილი: თავიდან ვერ იაზრებ, რომ სიგარეტზე დამოკიდებული გახდები. ისე შემოდის შენს ცხოვრებაში სიგარეტი, რომ ვერ იაზრებ, როდის დაიწყე მოწევა.

მე სტუდენტობის პერიოდში დავიწყე მოწევა. ხუთი ღერი, ნახევარი კოლოფი, ერთი კოლოფი. მერე ცდილობ, ნახევარ კოლოფს დაუბრუნდე. ბევრმა სიგარეტმა გამოიწვია თავის ტკივილი. გადავწყვიტე სიგარეტი აიქოსით ჩამენაცვლებინა. აიქოსმა მომიტანა გულის ფრიალი. ახლა დავაბალანსე, ცოტა სიგარეტი, ცოტა აიქოსი, თავის ტკივილი და გულის ფრიალი ერთმანეთში დავაბალანსე.

სიგარეტისთვის თავის დანებება რამდენჯერმე მიცდია. ერთი კვირა, ორი კვირა არ მომიწევია, მერე ისევ დამიწყია და ორჯერ მეტი მომიწევია. ახლა ვცდილობ აღარ დავანებო თავი და სტაბილურად ერთი და იგივე რაოდენობის სიგარეტი მოვწიო.

რაც შეეხება აიქოსზე გადასვლას, ეს იმიტომ მოხდა, რომ მოსაწევად გარეთ რომ არ დამჭირვებოდა გასვლა. შინ აიქოსს ვეწევი, გარეთ - სიგარეტს.

მოდაში შემოვიდა და რაც მოდურია, მინდა ხელში მეჭიროს. თან ფერებშია, "სვეტსკობაა."

გული რომ ამიჩქარდა, თავიდან ვიფიქრე, შეყვარებული ხომ არ ვარ-მეთქი. ვფიქრობდი, ვიღაც ალბათ მომწონს და ამიტომ მაქვს გულის ფრიალი-მეთქი. ვისთან ერთად მიჩქარდება გული-მეთქი, დავიწყე დაკვირვება. მაგრამ პარკში მარტო რომ ვიჯექი ხის ქვეშ და გული მქონდა აჩქარებული, მივხვდი რისი ბრალიც იყო.

ხშირად ვიმოწმებ ჯანმრთელობას, დავდივარ კლინიკებში. დამინახავს, რომ ექიმებიც ეწევიან სიგარეტს. რატომ ეწევით-მეთქი? ვკითხე. სტრესის მომხსნელიაო, მიპასუხეს. შემდეგ მეც რომ დავაკვირდი, როცა სტრესი მქონია, ძმის გარდაცვალება, კარიერული პრობლემა თუ სხვა, მომიწევია სიგარეტი და სტრესი ნამდვილად მომხსნია. არ ვიცი, ეს ჩემი წარმოსახვაა, თუ რა, თუმცა ერთი ღერი სიგარეტი მიმსუბუქებს სტრესს. ძმები რომ გარდამეცვალნენ, მეგონა, მამშვიდებდა, მთელი დღე ვეწეოდი...

დღეში ორ კოლოფს რომ გავცდი და ხველა რომ დავიწყე, სიგარეტის კომპანიას ვლანძღავდი, გაძვირდა და ხარისხი გააფუჭეს-მეთქი. მაგრამ მკურნალობა დამენიშნა.

ჯანმრთელობის პრობლემები იმდენად გახშირდა, მსოფლიო გამოუვალ მდგომარეობაშია უკვე, ამიტომ ჩემი რჩევაა, აღარ დაიმატოთ მავნე ჩვევა, რაც ჯანმრთელობას ხელს შეუშლის.

ავტორი: ზმნა

07/13/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024