Logo

თამუნა მუსერიძე ქართულ ტელევიზიებზე ნაწყენია

თამუნა მუსერიძე ქართულ ტელევიზიებზე ნაწყენია

03/05/2026

ტექსტის ზომა

თამუნა მუსერიძე, რომელიც გასულ წელს HBO-ს ფილმის პერსონაჟი და მთავარი როლის შემსრულებელი გახდა, ქართულ ტელევიზიებზე ნაწყენია.
ამის შესახებ მუსერიძემ პოდკასტში "ხინჩოსთან"ისაუბრა.


"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართულ პრესას, ონლაინ პრესას, რომელიც ძალიან გვერდში დაგვიდგა.

ასევე ჩემ შესახებ ჩართვა გააკეთა აჭარის ტელევიზიამ და ამით დამთავრდა ყველაფერი.

მე ველოდებოდი... არცერთ არხს არ გაუშუქებია, რომ მე ვიყავი მთავარ როლში HBO-სა და Warner Bros-ის ფილმში.
მეუბნებიან, მსოფლიო პრესაში ხარ და რა მოხდა მერე... არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით ვინ გაღიარებს, თუ შენი ქვეყანა არ გაღიარებს.
პოლონეთში უცხო ხალხი მოდიოდა და ისინი იღებდნენ ჩვენთან ერთად ფოტოებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენი კოლეგებისგან რომ ვერ გრძნობ ასეთ დამოკიდებულებას, ეს საწყენია.
ჩემთვის ჯერ ჩემი ქვეყანაა და მერე სხვა ქვეყანა,"- თქვა თამუნა მუსერიძემ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

თამუნა მუსერიძენაწყენიაპოდკასტიტელევიზიები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026