Logo

სასარგებლო რჩევები

თანამშრომელთა 3 ძირითადი ტიპი ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით

თანამშრომელთა 3 ძირითადი ტიპი  ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნებისმიერ ორგანიზაციასა თუ გუნდში, იქნება ეს სამკაციანი სტარტაპი თუ მსხვილი კომპანია მრავალრიცხოვანი თანამშრომლებით, ადამიანური რესურსების განაწილება, გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება.

სპეციალისტების დაკვირვებით, როგორც წესი, გუნდის წევრები რამდენიმე ძირითად კატეგორიად იყოფიან.

ოფისი


ხშირად ხელმძღვანელებს უჭირთ სწორად განსაზღვრონ, თუ როგორ გადაანაწილონ ყურადღება და ენერგია თანამშრომლებს შორის. ვისზე უნდა დამყარდეს კომპანიის მთავარი იმედი, როგორ ამოვიყვანოთ საშუალო შედეგიანობის მქონე კადრები ახალ საფეხურზე და როდის არის დრო, დავემშვიდობოთ მათ, ვინც საერთო პროგრესს აფერხებს?


მენეჯმენტის სპეციალისტი, ქოუჩი და ტრენერი ალექსანდრე ჯეჯელავა დეტალურად განიხილავს თითოეული ტიპის თანამშრომლის მახასიათებლებს.

ყურადღებით წაიკითხეთ განმარტება და დაფიქრდით - თქვენ რომელი კატეგორიის თანამშრომელი ხართ?


„ნებისმიერ ჯგუფში, არ აქვს მნიშვნელობა 3 კაცია თუ 23 კაცია, არის 3 სახის თანამშრომელი: „ვარსკვლავები“, „საშუალო შედეგიანობის თანამშრომლები“ და „გასაშვები კადრები“.

ოფისი

ვის ვეძახით ვარსკვლავს?
მენეჯმენტის ტრენინგის ტერმინებით, „ვარსკვლავი“ არის ადამიანი, რომელიც არის თვითმოტივირებული, საქმე უყვარს, მაღალი პასუხისმგებლობისაა და სწორი ადამიანია...

რა თქმა უნდა, მასაც ეშლება (ყველას გვეშლება რაღაცა), მაგრამ რაც ეშლება, იმას ასწორებს. მოკლედ, საიმედო თანამშრომელია.

უმეტესობა თქვენი თანამშრომლების მიეკუთვნება მეორე სახეობას და ამ მეორე სახეობას, ზოგადად, ვეძახით საშუალო შედეგიანობის ხალხს.
ეს ის კატეგორიაა, რომლითაც მთლად ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მინდა, რომ რაღაცებს მოუმატოს. რაღაცებს სწორად აკეთებს, რაღაცებს არასწორად აკეთებს, რაღაცაში მომყვება, რაღაცაში არ მომყვება...

ოფისი

და მესამე კატეგორია ყველაზე მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორიაა.

ეს არის ის ხალხი, ვინც არ პროგრესირებს და, ასე ვთქვათ, არ შეეფერება ამოცანას.

ჩვენ ამათ ვეძახით გასაშვებს,“- განმარტავს ალექსანდრე ჯეჯელავა.

ავტორი: ზმნა

08/06/2026

ალექსანდრე ჯეჯელავაბიზნესიკომპანია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024