Logo

სასარგებლო რჩევები

"ტაფის და ქვაბის ამგვარი ხსნარებით გარეცხვა დაუშვებელია" - ტოქსიკოლოგის რჩევა

"ტაფის და ქვაბის ამგვარი ხსნარებით გარეცხვა დაუშვებელია" - ტოქსიკოლოგის რჩევა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ყველას "ხეხვა-გლეჯვის" თავისი  მეთოდი აქვს. შემწვარ-მოხრაკულის მოყვარულ ერს, ლოგიკურია, რომ ტაფის გარეცხვაც კარგად უნდა შეეძლოს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქმე არც ასე მარტივად ყოფილა.

დიასახლისების ერთ-ერთ ჯგუფში ქალბატონმა იკითხა, რით უმკლავდებით ტაფაზე გაჩენილ ცხიმის წებოვან ლაქას?

საოცარია, თუმცა ქალბატონების უმეტესობა თამამად იძლევა რჩევას, რომ ამ შემთხვევაში ხმარობენ გაზქურის სახეხ სითხეს. წარმოიდგინეთ, ქიმიურ სითხეს, რომელიც განკუთვნილია - სამზარეულოს ზედაპირების, ნიჟარების, გაზქურის, გრილისა და აირღუმელის საწმენდად, იყენებენ ტაფების სარეცხად. მერე იმ ტაფაზე შეწვავენ კარტოფილსა და ხორცს და ქიმიური ნაწილაკებით გაპოხილს, უდარდელად მიირთმევენ...

აი, რა კომენტარს აკეთებს ამაზე ტოქსიკოლოგი.

მანანა ჟურული: - მსგავსი ხსნარების გამოყენება ქვაბებისა და ტაფების სახეხად ყოვლად დაუშვებელია და არაფრით შეიძლება. იცით, რატომ არის საშიში? ქიმიური ნივთიერება, რომელიც განკუთვნილია გაზქურისთვის, საკვებთან უშუალო შეხება არ აქვს. ტაფას კი საკვებისთვის ვხმარობთ. რაც არ უნდა გაირეცხოს ჭურჭელი, მასზე შესაძლოა ალაგ-ალაგ რაიმე წვეთი დარჩეს, შეიძლება ორ კაცს არაფერი დაუშავდეს, მაგრამ მესამე ავად გახდეს. მავნეა.

როგორც არ შეიძლება ავზში, რომელშიც ნავთს ვინახავდით, შემდეგ რძე ჩავასხათ და დავლიოთ, ისევე არ შეიძლება ზედაპირებისთვის და გაზქურისთვის განკუთვნილი ქიმიური ნივთიერებებით - ჭურჭლის რეცხვა. რაც შეეხება ტაფის ძირის გახეხვას, შეიძლება მისი გამოყენება, მაგრამ ბევრი წყლის გავლებით. ტაფის და ქვაბის ამგვარი ხსნარებით გარეცხვა დაუშვებელია.

ტაფა

ამდენად ქალბატონებო, ნუ იწამლავთ თავს და ნუ წამლავთ ოჯახის წევრებს. ცხიმების მოშორება ბუნებრივი საშუალებებითაც თავისუფლად შეიძლება.

განათავსეთ ტაფა გაზქურაზე, შემდეგ დაასხით ერთი ჭიქა წყალი და იგივე რაოდენობის 9 პროცენტიანი ძმარი. მიღებული ხსნარი მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოიღეთ ტაფა ცეცხლიდან და დაამატეთ სოდა. შეგრილებული ტაფა ჩვეულებრივ გარეცხეთ ღრუბლით.

მეორე ვერსია: დაყარეთ საჭმელი სოდა დაბინძურებულ ადგილზე. დაასხით 9% ძმარი სოდაზე და გააჩერეთ შუშხუნა ქაფი 30-60 წუთის განმავლობაში. გარეცხეთ ტაფა მაგარი ღრუბლით.

ავტორი: ზმნა

04/30/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024