Logo

თაფლი წონის კლებისას - შოთა ჯანჯღავა გვირჩევს

თაფლი წონის კლებისას - შოთა ჯანჯღავა გვირჩევს

09/14/2026

ტექსტის ზომა


ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სწორი კვების მიმართ ინტერესი, თანამედროვე სამყაროში, დღითიდღე იზრდება.

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვცდილობთ, მავნე პროდუქტები ბუნებრივი ალტერნატივებით ჩავანაცვლოთ, თუმცა ამ მიმართულებით მრავალი არასწორი წარმოდგენა არსებობს, რაც შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის.

თაფლი


განსაკუთრებით ხშირია დებატები თაფლისა და შაქრის გამოყენების შესახებ.

ხშირად ჰგონიათ, რომ თაფლი შაქრის ბუნებრივი და ჯანსაღი ალტერნატივაა და მისი ჩართვა კვების რაციონში ზედმეტი ფიქრის გარეშე შეიძლება.

რა ხდება სინამდვილეში, როგორ აისახება თაფლის რეგულარული მიღება ჩვენს ორგანიზმზე, ვისთვის არის ის უსაფრთხო და რა რისკებს შეიცავს დიაბეტისა თუ ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის?

ამ კითხვებით zmna.ge ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას დაუკავშირდა.

შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ თაფლში გლუკოზის კონცენტრაცია ხშირად შაქრის მაჩვენებელსაც კი აჭარბებს. ამიტომ მისი მოხმარებისას, გარკვეულ რისკ ჯგუფებში, სიფრთხილე აუცილებელია.

"თაფლი არაჩვეულებრივი პროდუქტია თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე, მაგრამ გლუკოზის კონცენტრაციის მიხედვით, შაქარს არ ჩამოუვარდება, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მაღალი კონცენტრაცია აქვს შემადგენლობაში.

თაფლი


რა თქმა უნდა არავინ უკარგავს საუკეთესო თვისებებს, ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს... შესაბამისად, თუ შენ წონის პრობლემა ან დიაბეტი არ გაქვს, თავისუფლად შეგიძლია მიირთვა ეს პროდუქტი, მაგრამ თუ გაწუხებთ დიაბეტი, აღგენიშნებათ ინსულინრეზისტენტობა ან გაქვთ სიმსუქნისკენ მიდრეკილება, ასეთ შემთხვევაში თაფლის მიღება რეკომენდებული არ არის, იმიტომ რომ ის მაღალი ნახშირწყალია.
შეიძლება ითქვას, რომ შეწოვის ხარისხი თაფლს ცოტა უფრო მაღალი აქვს, ვიდრე შაქარს," - ამბობს ენდოკრინოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ენდოკრინოლოგითაფლინახშირწყალიშაქარიშოთა ჯანჯღავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026