ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თაფლი ის პროდუქტია, რომლის სასარგებლო თვისებებზეც ბევრს საუბრობენ.
არსებობს ათასობით რეცეპტი, თუ როგორ უნდა მივიღოთ თაფლი, რომ ორგანიზმმა მისი სარგებელი მთლიანად აითვისოს.
განსაკუთრებით გავრცელებულია თაფლიანი წყლით დილის დაწყების მეთოდი, იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ თაფლისა და იმუნიტეტის ურთიერთკავშირი სამედიცინო მითების სერიას მიეკუთვნება და სინამდვილეში თაფლიანი წყალი სასარგებლო სულაც არ არის.

"სამედიცინო მითებს შორის ამჟამად ერთ-ერთი საყოველთაოდ გავრცელებული: “უზმოზე თაფლიანი წყალი აძლიერებს იმუნიტეტს”.
ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, არც ბიოლოგიური მექანიზმი. საიდან მოვიდა და პირველად ვინ გამოიგონა, კაცმა არ იცის.
არც იმუნიტეტს აძლიერებს და არც სხვა რაიმე სარგებელი აქვს,"- წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.
04/20/2026