Logo

Tasteit - პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც Techstars USA-ში მოხვდა!

Tasteit - პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც Techstars USA-ში მოხვდა!

09/17/2026

ტექსტის ზომა

კარგი ამბავი: ქართული სტარტაპი - Tasteit Techstars USA-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა და 220,000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიპოვა.

ამ სასიამოვნო სიახლეზე, ფეისბუქზე, სტარტაპის დამფუძნებელი, გიორგი ურუშაძე წერს. ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა უზომოდ ბედნიერია და აღიარებს, რომ სამომავლო წარმატების, საქმის დასაწყისშივე სჯეროდა.

გიორგი ურუშაძე: Tasteit პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც Techstars USA-ში მოხვდა!

პირველივე დღიდანვე ვიცოდი, რომ ეს არ იყო სტარტაპი სტარტაპისთვის, ვალიდაცია საკუთარი კომპლექსების შესანიღბად, ეს იყო გზა, რომელიც არ გასვენებს და თითქოს, ერთი შეხედვით მიუღწევადი მიზნების მიღწევაში გეხმარება.

მნიშვნელობა არ აქვს, ვის ან რატომ სჯერა შენი, მთავარია, საკუთარი თავის რწმენა და წინ სიარული. უძილო ღამეები, დაშვებული შეცდომები, კონფლიქტები, ბრძოლა გადარჩენისთვის და ფიქრი იმაზე, შეძლებ თუ არა შემდეგ თვეში უბრალოდ არსებობას - დიდი ამბის ნაწილია; მთავარია - არ გაჩერდე!

გიორგი ურუშაძე

ჩემი არაჩვეულებრივი გუნდის გარეშე, ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა. მადლობა თქვენ ნდობისთვის, ბრძოლისთვის და არ დანებებისთვის! მადლობა იმისათვის, რომ გაჰყევით ადამიანს, რომელმაც თავდაპირველად თავადაც არ იცოდა, რას აშენებდა, მაგრამ იცოდა მთავარი - ერთად, ეს შესაძლებელია.

ბევრი შეიძლება ილაპარაკო, აშშ-ზე და მის კარგ თუ ცუდ მხარეებზე, თუმცა ერთი რამ ყველაზე მნიშვნელოვანია - თუ იბრძვი, ხასიათს ავლენ და არ ჩერდები - ისინი გხედავენ. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა - იწყება გზა, რომლითაც პირველ გლობალურ, მაგრამ ქართულ Food სოციალურ ქსელს ავაშენებთ.

თეისთით

ამ მომენტს დიდი ხანი ველოდით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, თავად ფაქტი უფერულდება და შენ საკუთარი თავის წინაშე მარტო რჩები და სვამ კითხვას: შეგვიძლია გლობალური კომპანიის აშენება? - პასუხი მხოლოდ ერთია, აქამდე ეს იყო Playground თამაშისთვის, ახლა მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვისწავლოთ დაშვებულ შეცდომებზე, გამოვიყენოთ მიღებული გამოცდილება და უბრალოდ, სრულფასოვნად შევიფეროთ სახელი, რომელსაც საკუთარ თავს, Tasteit-ის დაარსების პირველივე დღიდანვე ვეძახით - Tasteit მაფია. :))

თეისთით

Techstars-ი ყოველწლიურად ათი ათასობით განაცხადიდან მხოლოდ საუკეთესო 1%-ს არჩევს. ამ პროგრამაში Tasteit-ის მიღება კომპანიის გლობალური გაფართოების მაღალ პოტენციალს ადასტურებს.

რას ნიშნავს Techstars-ში მოხვედრა?

Techstars-ი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში (Boulder, Colorado) დაარსდა, დღეს კი თავის „დაბადების ადგილს“ უბრუნდება ახალი, ამბიციური დამფუძნებლების კოჰორტით.

Tasteit-ის გუნდი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ ბოლდერში, Techstars-ის სათავო ოფისიდან იმუშავებს, სადაც გლობალური მასშტაბირების ახალ ეტაპს გაივლის.

Techstars-ის პორტფელი მსოფლიოში უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს, მათ შორისაა Uber, რომელმაც გლობალური წარმატების გზა სწორედ ამ ამერიკული აქსელერატორიდან დაიწყო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გლობალურ პოტენციალსა და მასშტაბებს, რასაც Techstars-ი თავის პორტფოლიო კომპანიებს სთავაზობს.

თეისთით

Techstars-ში მოხვედრა ქართულ სტარტაპს, Tasteit-ს პირდაპირ წვდომას უხსნის:

- აშშ-ის ბაზარსა და გლობალურ მასშტაბირებაზე;

- მსოფლიო დონის ვენჩერულ ინვესტორებსა და ფონდებზე;

- საერთაშორისო მენტორთა ექსკლუზიურ ქსელზე.

„Techstars-ში tasteit-ის მოხვედრა არის მნიშვნელოვანი სიგნალი მთელი ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის, რომ საქართველოში შექმნილ პროდუქტს აქვს გლობალური ამბიციისა და კონკურენტუნარიანობის რეალური ძალა. განსაკუთრებით ამაღელვებელია Techstars-ის დაბადების ადგილას, ბოლდერში ყოფნა.
ჩვენი მიზანია, Tasteit გახდეს წამყვანი გლობალური პლატფორმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საჭმლის გავლით, დააკავშირებს ადამიანებს“, - აცხადებენ Tasteit-ის დამფუძნებლები.

Tasteit არის სოციალური ქსელი, რომელიც ადამიანებს საჭმლით აკავშირებს. 100 000 აქტიური თვიური მომხმარებლით მსოფლიოს სამ ქვეყანაში (საქართველო, აშშ, გერმანია), ის აერთიანებს გურმანებსა და კვების ობიექტებს. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ ახალი გემოები, გაიცნონ ადამიანები და შეუერთდნენ გასტრონომიულ ღონისძიებებს.

თეისთით

Tasteit-ი აქტიურად იმუშავებს ამერიკულ ბაზარზე პოზიციონირებასა და პროდუქტის ფუნქციონალის შემდგომ განვითარებაზე. Tasteit-ის საბოლოო მიზანია, შეიქმნას მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი საჭმლის მოყავრულებისთვის, რომელიც მთელი მსოფლიოდან სწორედ საჭმლის გარშემო გააერთიანებს ადამიანებს.

გიორგიმ ურუშაძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026