Logo

"თავდასხმაზე მეტად მკლავს ეს ხმა, არ შემიძლია ამის მოსმენა" - მაკა ჩიხლაძე მასზე თავდასხმას იხსენებს

"თავდასხმაზე მეტად მკლავს ეს ხმა, არ შემიძლია ამის მოსმენა" - მაკა ჩიხლაძე მასზე თავდასხმას იხსენებს

12/08/2025

ტექსტის ზომა

1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდმა თავდამსხმელების ვინაობა სულ რამდენიმე საათში დაასახელა, სამართალდამცავ სამსახურებს ისინი ჯერ არ დაუკავებია.

თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ მაკა ჩიხლაძეს მომხდარი ამბების გახსენება ემოციურად ძალიან უჭირს.

გადაცემა „პირველ სტუდიაში“ სტუმრობისას ჟურნალისტმა განაცხადა, რომ იმ კადრების ყურება დღემდე არ შეუძლია. თავდასხმის მომენტში კი განსაკუთრებულად მძიმე მისთვის გიორგი შეწირულის განწირული ყვირილის მოსმენა იყო.

„მიჭირს ამაზე ლაპარაკიც, გახსენებაც, თავდასხმის კადრიც მარტო ერთხელ ვნახე, როდესაც საავადმყოფოში მაჩვენეს. მას შემდეგ არ მინახავს. ახლაც რომ პრომო გადის ეთერში, სულ ვცდილობ არ დავინახო, არ მოვისმინო.

ყველაზე მეტად მთრგუნავს გიორგის ხმა, რომელიც მას ცემისას ამოსდის. ჩემზე თავდასხმაზე მეტად მკლავს ეს ხმა. არ შემიძლია ამის მოსმენა.

ყველაზე მეტად მანადგურებს ის, რომ ერთი წელი გავიდა და ამ ქვეყანაში ვერ მოძებნეს ადამიანები, რომელთა ვინაობაც რამდენიმე საათში დავასახელეთ ეთერში,“ - თქვა მაკა ჩიხლაძემ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გიორგი შეწირულითავდასხმამაკა ჩიხლაძე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026