Logo

"თავი მისი შვილიშვილი მეგონა" - გიორგი ღოღობერიძე ონკოლოგ რემა ღვამიჩავაზე

"თავი მისი შვილიშვილი მეგონა" - გიორგი ღოღობერიძე ონკოლოგ რემა ღვამიჩავაზე

08/03/2026

ტექსტის ზომა

65 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ექიმი, ონკოქირურგი, საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი რემა ღვამიჩავა.

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი:

„დიდი დანაკლისი განიცადა სამედიცინო საზოგადოებამ და მთელმა ქვეყანამ. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო ბატონი რემას გარდაცვალება მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფისათვის, რადგან უკანსკნელი წლების განმავლობაში, ბატონი რემა, წარმატებით ხელმძღვანელობდა ჯგუფის ერთ ერთ მოწინავე დაწესებულებას - სხივური მედიცინის ცენტრს.

ბატონმა რემამ თავისი ცხოვრება სრულად მიუძღვნა ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას - ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და ონკოლოგიის განვითარებას საქართველოში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების დღიდან (1985 წ.), მისი პროფესიული გზა უწყვეტი შრომითა და უშრეტი ენერგიით იყო აღსავსე.

გიორგი ღოღობერიძე კი, ფეისბუქზე ამ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"2015 წელს თსსუ-დან დამირეკეს, რადგან უნივერსიტეტში ყველაზე მაღალი შეფასება აიღე, თურქეთში გიშვებთ საერთაშორისო კონფერენციაზე ბატონ რემასთან ერთადო. ერთი მხრივ, გამიხარდა და მეორე მხრივ- ცოტა შემეშინდა, რადგან მანამდე ასე არსად წავსულვარ და არც ფინანსები მქონდა, თუმცა სულ ტყუილად.

ბატონმა რემამ მთელი იმ დროის განმავლობაში ისეთი ყურადღება მომაქცია, ისე დამიდგა გვერდში და ფინანსურადაც ისე მომეხმარა, რომ თავი მისი შვილიშვილი მეგონა. ძალიან მეწყინა, რომ ასეთი უკარგესი ადამიანი გამოაკლდა საქართველოს."

რემა ღვამიჩავა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026