Logo

საზოგადოება

"თავის ყველა შვილს დაელოდა და... გარდაიცვალა" - ეკა ნიჟარაძე თემურ უგულავას იხსენებს

"თავის ყველა შვილს დაელოდა და... გარდაიცვალა" - ეკა ნიჟარაძე თემურ უგულავას იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ეკა ნიჟარაძემ "ვიკასთან" თემურ უგულავა გაიხსენა. თემურს და ეკას 27 წლის ვაჟი - ნოდარი ჰყავთ. მსახიობმა გაცნობის ისტორიასთან ერთად, იმ ტკივილზეც ისაუბრა, რაც 56 წლის ბიზნესმენის მოულოდნელ წასვლას ახლდა თან.

ეკა ნიჟარაძე: მე და ჩემს შვილებს ეს ყველაფერი გამოცდილი გვქონდა 2010-ში, როდესაც ნიკო, 39 წლის ასაკში, იგივე დიაგნოზით გარდაიცვალა. ძალიან რთულია, როდესაც შენი საყვარელი ადამიანი მიდის, თან როცა შენს შვილებს ეხება, ეს საშინელებაა.

თემურის გარდაცვალება უფროსი შვილებისთვის ორმაგი სიმძიმის იყო. თემური ძალიან უყვარდათ. მანაც მამობა გაუწია ტასოს და ჯეჯის. მათ უკვე იცოდნენ რამხელა ტკივილი უნდა გამოიაროს უმცროსმა ძმამ, ნოდარმა...

ეკა ნიჟარაძენოდო უგულავა

ამ გადმოსახედიდან მე ვხვდები, რომ თვითონ აცნობიერებდა, რომ სენს ვერ მოერეოდა. ძალიან მალე მოხდა ეს, იმდენად მალე, რომ ჯერ კიდევ ვერ "ვხარშავ". ექვს თვეში... ნიკომ ორი წელი იბრძოლა. აგრესიული ფორმა ჰქონდა, მიუხედავად ამისა, სულ მუშაობდა, გასტროლებზე დაფრინავდა სიცხეებით, ქიმიით... ნიკო რომ გარდაიცვალა, თემურმა ჩემს შვილებს უთხრა, არ გეგონოთ, რომ უმამოდ დარჩით, მე ვარ აქო და მამობა თემურმა გაუწია. მეგობრებიც იყვნენ. ტასო და ჯეჯი გიჟდებოდნენ თემურზე. მე მეკითხებოდა, ჯეჯი უფრო გიყვარს თუ ნოდოო? თვითონ მეუბნებოდა, მე ჯეჯი უფრო მიყვარსო.

თემურ უგულავა

მე ვიცნობდი სრულიად სხვანაირ თემურს, რომელსაც მაშინ ბიზნესი არ ჰქონდა. იყო ერთი ჩვეულებრივი ბიჭი. მე ვიყავი 26 წლის, თემური - 27-ის. არ იყო ის ტიპი, რომელიც შეიძლება მომწონებოდა.

მე ადრე ვცეკვავდი შოუ ბალეტ "ვერნისაჟში". მაშინ ჯერ ნიკოს ცოლი ვიყავი, ორი შვილი მყავდა. ვიღაცებმა მითხრეს, თემურ უგულავას ძალიან მოეწონეო. არ ვიცოდი ვინ იყო და ვიკითხე, ვინ არის-მეთქი? მერე, ორ წელში მე და ნიკო გავიყარეთ. თემური ისევ გამოჩნდა. იყო დიდი ისტორია. თავისი ტელეფონი მაჩუქა, გზავნიდა ყვავილებს, ყუთებით, საოცრებებს. პალმებს ქოთნებით. თავბრუს რომ დაგახვევს, ისეთი ენერგიული იყო...

ბოლომდე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა.

ბოლოს შვილები, ყველა მასთან ერთად იყვნენ. მეც ჩავფრინდი. გადასარევად გამოიყურებოდა. ბოლომდე ჯანზე იყო. ამიტომ ვერც შეიმჩნევდი მასთან რამეს. ყველანი იქ ვიყავით. თავის ყველა შვილს დაელოდა და გარდაიცვალა...

ავტორი: ზმნა

08/11/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024