Logo

"თავში ავარდნის" მომენტიც მქონდა... მერე უცბად დავეხეთქე" - ინგა გრიგოლიას გულახდილი ინტერვიუ

"თავში ავარდნის" მომენტიც მქონდა... მერე უცბად დავეხეთქე" - ინგა გრიგოლიას გულახდილი ინტერვიუ

12/22/2025

ტექსტის ზომა

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია", განვლილ პროფესიულ გზასა და პირად ცხოვრებაზე ძალიან საინტერესოდ ისაუბრა.
ჟურნალისტმა კარიერის დასაწყისი და ახალგაზრდული ამბიციები გაიხსენა.


"პოპულარობა ძალიან სასიამოვნო იყო. თავიდან მეგონა, რომ მართლა "სთარი" ვიყავი. ისეთი ეტაპიც მქონდა, რომ გგონია, შენ გარშემო ბრუნავს ყველაფერი. ცოტა თავში ავარდნის მომენტიც მქონდა, იმიტომ რომ პატარა ვიყავი.

იმდენის უფლებას ვაძლევდი ჩემს თავს, რასაც ახლა ვერაფრით მივცემ. მერე ეს ყველაფერი დაიწურა და დაღვინდა.

შენ როცა გგონია ცაში დაფრინავ, ასე არაა. ვარსკვლავი რომ მეგონა ჩემი თავი, უცბად "ბრახ" და დავეხეთქე - პირველად დავკარგე სამსახური. მერე მივხვდი, რომ მიჭირს მეორე სამსახურის დაწყება.

ასე ხდება - შენი წარმოდგენები, შენს ყოვლისშემძლეობაზე უცბად სადღაც ქრება და ხვდები, რომ ვარსკვლავი კი არა, ერთი ბედნიერი ადამიანი ხარ, რომელიც ღმერთმა იმ დროს იმ ადგილზე მოგახვედრა, სადაც უნდა მოხვედრილიყავი.

როცა პირველად მომიწია თავიდან დაწყება ყველაფრის, მერე დავაფასე შანსები, რომლებსაც ცხოვრება გაძლევს და ამ ასაკში ასეთ შანსებს უკვე ძალიან ვუფრთხილდები," - თქვა ჟურნალისტმა გადაცემაში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ინგა გრიგოლიაინტერვიუკარიერაჟურნალისტი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026