Logo

როდის და ვისთან ერთად ეწვევა თბილისს 70 წლის ორნელა მუტი?

როდის და ვისთან ერთად ეწვევა თბილისს 70 წლის ორნელა მუტი?

01/23/2026

ტექსტის ზომა

საქართველოს დედაქალაქს მალე იტალიური კინოს ლეგენდა, ულამაზესი ორნელა მუტი ეწვევა. ლეგენდარული მსახიობის თბილისში ვიზიტი ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ ხელმძღვანელმა, ნიკა ესაკიამ დაგეგმა.

ესაკია ორნელა მუტს ინსტაგრამის მეშვეობით დაუკავშირდა და საქართველოში მოიწვია.

„ჩამოდის ორნელა მუტი, თავის მენეჯერთან და ქალიშვილთან ერთად, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს დედას.

ტელევიზიებისგან არის მოთხოვნა, რომ მათთან მივიყვანო, მაგრამ ძალიან მცირე დროით ჩამოდის. ვიხუმრე, შვილი ისე ჰგავს ორნელას, ერთ ტელევიზიაში დედას გავუშვებ, მეორეში – შვილს და ვერავინ გაიგებს-მეთქი.

ორნელა მუტი

ორნელა მუტი 70 წლისაა, იტალიაში მიიჩნევა ყველაზე ლამაზ ბებიად. არის ძალიან აქტიური. ყოველდღიურად წვეულებებზეა. ახლახან სან რემოში იყო მიწვეული ერთ-ერთ ღონისძიებაზე. მონაწილეობს ფილმებში. არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში ცნობილია,“-ჰყვება ნიკა ესაკია.

ორნელა მუტის საქართველოში ვიზიტი აპრილის თვეში იგეგმება. კონკრეტული თარიღი ცნობილი მალე გახდება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026