Logo

როგორი კვირაა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - სოფიო ბზეკალავას პროგნოზი

როგორი კვირაა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - სოფიო ბზეკალავას პროგნოზი

02/08/2026

ტექსტის ზომა

სოფიო ბზეკალავა ასტროლოგიურ პროგნოზს აკეთებს. როგორც ასტროლოგი ამბობს, ამ კვირაში ბევრი ადამიანი მიიღებს ხელის თხოვნის შეთავაზებას. საინტერესო კვირაა. 17 თებერვალს მზის დაბნელებაა, ორ კვირაში კი მთვარის დაბნელება მოჰყვება.

ვერძი - მიმდინარე კვირა გაძლევთ საშუალებას მოინიშნოთ გეგმები. მოგემატებათ ენერგია და გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა. წონის კლების საკითხიც ეფექტურად დაიწყება.

კურო - საინტერესო კვირაა მათთვის. დილემა დაუდგებათ - სად დაისვენონ, სად იმუშაონ. სამსახურმა შეიძლება გაგაბრაზოთ, ან მეზობლებმა გაწყენინოთ, რომლებიც ძილის საშუალებას არ გაძლევენ. ურთიერთობები არ გაწყვიტოთ იმპულსურად.

ტყუპები - ფანტაზიის უნარი გაიზრდება, უტოპიური იდეები მოგივათ. გონებრივი პროცესები ნელდება. მკაცრად ნუ განსჯით ტყუპებს - გამოძინება სჭირდებათ.

კირჩხიბი - არ იჩქარო დასკვნების გამოტანა. შფოთვები დაგეწყება, ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება და მე ხომ არ მივატოვოო. მარტოობის შიშით მარტოობისკენ გარბიხართ. ღრმად ისუნთქეთ. თუ რამე გაქვთ ტექნიკაში შესაცვლელი, შეცვალეთ ახლა.

ლომი - შეუძლია ზუსტად ის ტოტი მოჭრას, რომელზეც ზის. ხედვის პოზიცია უნდა შეცვალოთ, რაკურსი შეიცვალეთ. ნუ გაჯიუტდებით. პროცედურები კვირის დასაწყისში დაგეგმეთ, მეორე ნაწილში, ამ მხრივ, დისკომფორტი გაჩნდება.

ქალწული - ნუ გააკეთებთ ისეთ რამეს, რისიც შეიძლება შეგრცხვეთ. კარგია, დაფიქრდეთ იმაზე, რას ამბობთ, რადგან შეიძლება მერე ინანოთ; შვებულებაში წასვლა კარგია თქვენთვის, მოგზაურობისთვის, განტვირთვისთვის კარგი ეტაპია. თუ რაიმე გაწუხებთ, გამოჯანმრთელდებით. ფინანსურ, იურიდიულ ეტაპზე წარმატება გელით.

სასწორი - შემოქმედებითი პროექტების კვირა აქვს, მოულოდნელი შანსი გაუჩნდება. შეიძლება 14 თებერვალი მნიშვნელოვანი იყოს, სტატუსი მიიღოთ. ცხრა წლიან არჩევანს აწერთ ხელს. მიდრეკილია იმპულსური გადაწყვეტილებისკენ, ხუშტურის გამო, შეიძლება უარი თქვას თანამშრომლობაზე.

მორიელი - ამ კვირაში მოწყვლადია, სწყინს, რეგიარება აქვს, ამიტომ უნდა მოვეფეროთ. განცდა აქვს, არავის არ უნდა ენდოს. კუდი გადატენილი აქვს. მარტივად იშხამებიან.

მშვილდოსანი - გადაღლილები არიან. არ გაუშვათ ხელი იმპულსურად, ნელ-ნელა გაუშვით. დაზოგეთ ჯანმრთელობა. განსაკუთრებით, მენტალური ჯანმრთელობის კუთხით მოუფრთიხლდეთ თავს. იპოვით თანამოაზრეებს.

თხის რქა - მნიშნელოვან ზღვარზე დგას. უნდა იყოთ ეგოისტები. მას აქვს განცდა, რომ დაიბადა უკვე იყო დიდი. და არის ყველა სიტუაციაში ხერხემალი. შეიძლება თქვენს ირგვლივ იყოს ქაოსი, გაურკვევლობა. ნუ შეგეშინდებათ.

მერწყული - შეუძლია გუნდები და კოლექტივები გააერთიანოს. უკვე უნდა დაგეგმოს, რისი გაკეთებაც უნდა. არ გირჩევთ რადიკალიზმს, ახლო წრის ადამიანებთან განსაკუთრებით. ეს ძვირად დაგიჯდებათ.

თევზები - უახლოვდებით გარდამტეხ ფინიშს. მთავარია, მოითხოვოთ. თქვენ ბევრს გაუძელით. ეს ორი კვირა უნდა დაისვენოთ. ნერვულ სისტემას საფრთხე ემუქრება... წარმატება ყველას.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026