სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პროფესიის არჩევა აბიტურიენტებისთვის, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და ამავდროულად რთული ეტაპია. ამ დროს სწორი მიმართულების პოვნაში ძალიან ეფექტური და პოპულარული ტექნიკაა იაპონური ფილოსოფია იკიგაი (Ikigai), რაც თარგმანში „არსებობის აზრს“ ან „ბედნიერების მიზეზს“ ნიშნავს.

ეს არის მეთოდი, რომელიც გვეხმარება ვიპოვოთ ჩვენთვის იდეალური საქმე ოთხი მთავარი კომპონენტის გადაკვეთაში.
რა გვიყვარს;
რაში ვართ ძლიერები;
რა სჭირდება სამყაროს;
რაში გადაგვიხდიან ფულს;
როგორ შეუძლია ამ ტექნიკას არჩევანის გაკეთებაში დაგვეხმაროს? ამის შესახებ ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე საუბრობს.

"პროფესიის არჩევისთვის, ძალიან კარგი ტექნიკა არის იკიგაი... და მე ძალიან ხშირად ვეუბნები ხოლმე აბიტურიენტებს, რომ გამოიყენონ ეს ტექნიკა. ეს მეხმარება, ვიპოვო ჩემი მიზანი... და თუკი მე ამ ბედნიერებებიდან შემიძლია ვიშოვო იმდენი თანხა, თუ უზრუნველად არ ვიცხოვრებ, საკმარისი მაინც იყოს ჩემთვის, მაშინ ეს შეიძლება იყოს ჩემი ის პირვანდელი პროფესია, საიდანაც შემიძლია დავიწყო. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე სიტუაცია, როცა ადამიანმა ძალიან დიდი ხანი იცის, რა უნდა აკეთოს.ის გრძნობს შინაგან მოთხოვნილებას, ტენდენციას. შეიძლება ეს არ იყოს ძალიან დიდ შემოსავლებზე გათვლილი პროფესია, მაგრამ თუკი აი ამ იმპულსს გრძნობთ შიგნით, აუცილებელია მოუსმინოთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ ამით მიაგნებთ, რა გიყვართ და რა მოგწონთ...

აქ მთავარი ეს დამოკიდებულებაა - თუკი მე ყოველ დღე ვაკეთებ იმას, რაც მხდის ბედნიერს, მართლა არცერთი დღე არ ვმუშაობ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ დღე ძალიან ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, იქნება დღეები, რომლებზეც ვიტყვით, რომ არ მინდა ამის კეთება (პირად მაგალითზეც ვიტყვი ამას), მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს არის ის, რაც განიჭებთ ბედნიერებას. შეიძლება გავითვალისწინოთ რჩევები, მოუსმინოთ კარიერის კონსულტანტებს, ოჯახს, ახლობლებს... და თუკი რომელიმე სფერო დაგვაინტერესებს, დღეს ძალიან ხელმისაწვდომია ნებისმიერ სფეროზე ინფორმაციის მოძიება.
გააკეთეთ სქემა, ცხრილი, სად რა "ბენეფიტი", რა სარგებელი შეიძლება იყოს და იმის მიხედვით გადაწყვიტეთ," - ურჩევს ფსიქოლოგი აბიტურიენტებს.
06/18/2026