Logo

ტექნიკურ უნივერსიტეტს თსუ-სთან აერთიანებენ

ტექნიკურ უნივერსიტეტს თსუ-სთან აერთიანებენ

01/29/2026

ტექსტის ზომა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება.

„რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.

ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე "რადიოთავისუფლებასთან" ამბობს, უნივერსიტეტების გაერთიანებაზე ლაპარაკი, ერთი წელია მიმდინარეობს, თუმცა მისთვის ეს გადაწყვეტილება, გუშინ გახდა ცნობილი.

დავით გურგენიძე: ჩემი თანხმობა ან არ თანხმობა არაფერს არ ნიშნავს. ამაზე მსჯელობა იქნება და აკადემიური საბჭო გამოხატავს თავის აზრს. შეხვედრები მექნება. იქნებ და უკეთესია... ვითარდება ყველაფერი. იქნებ და ისეთი ტექნოლოგიური სკოლა იქნება, რომ გამოგვადგება შემდეგში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026