საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალებას დიდი გულისტკივილით შეხვდნენ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები.
ისინი ქრისტიანულ მრევლს უსამძიმრებენ და თანაგრძნობას გამოხატავენ.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი აქტივისტი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ მოახლოებული რამადანისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულები ჩვეული ზარ-ზეიმით არ ჩაივლის.
„ჩვენთან წესია, თუ ახლობელს ვკარგავთ ან მძიმე ტრაგედია ხდება, სახლში ბაირამს ან დაბადების დღეს არ აღვნიშნავთ. მე მახსოვს, ბავშვობაში ტელევიზორსაც კი არ ვრთავდით.
ხვალ-ზეგ ყველაზე ძვირფასი რამადანია, 21-ში ეროვნული ნოვრუზ ბაირამია. თემი არაფერს დაკარგავს, თუ ამ დღესასწაულებს არ აღნიშნავს სრულიად გასაგები მიზეზის გამო. პირიქით ზეიმი იქნებოდა სირცხვილი.
სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.
ჩვენ გვაერთიანებს ერთი ქვეყანა, ერთი სამშობლო, ერთი ენა და ერთი საზღვარი, ერთი მიწა!“ - წერს ბაირამოვა სოციალურ ქსელში.
03/19/2026