Logo

თემურ ჭყონიას ასაკის საიდუმლო - იოგა, იუმორი, უშურველობა

თემურ ჭყონიას ასაკის საიდუმლო - იოგა, იუმორი, უშურველობა

09/17/2026

ტექსტის ზომა

თემურ ჭყონია ახლახან 76 წლის გახდა. ბიზნესმენს ასაკი არ ეტყობა. ასაკი - ეს პირობითი თუ ციფრებში მოქცეული მოცემულობა, ინდივიდუალური რამაა. ხარ იმდენი წლის, როგორც გამოიყურებიო, არის ასეთი ცნობილი გამოთქმა.

თემურ ჭყონიას მისამართით ეკა ხოფერიას ნათქვამ ფრაზას - "არ ხართ შეცვლილი", ბიზნესმენმა ასეთი პასუხი გასცა.

თემურ ჭყონია: ეკა, არც შენ ხარ შეცვლილი - მაგრები ვართ. იცი, რატომ არ ვართ შეცვლილი? იმიტომ, რომ ბოროტები არ ვართ. დედას ვფიცავარ. ადამიანს ცვლის დარდი და შური. ეკა, შურიანები არ ვართ. ვინც შურიანი არ არის და ცოტა იუმორიც აქვს და არა ცინიზმი, ხუთასი წელი იცხოვრებს. აი, მაგალითად, ლანა ღოღობერიძე. მისგან შური გაგიგია? არა. ნანი ბრეგვაძე - ანგელოზივით ქალი, შეიძლება შურიანი იყოს? არა. და არიან არაჩვეულებრივად.

ასაკი შენ უნდა მართო.

ამერიკელმა ბიზნესმენმა უორენ ბაფეტმა, ერთხელ, არაჩვეულებრივად თქვა, მინდა ვიცხოვრო დიდხანს, მაგრამ ყველაზე ძალიან მაინტრესებს, იქაც რა ხდებაო. იქაც უნდა წავიდეო. ასე რომ თემა - "მაინტერსებს, იქაც რა ხდება" - ეს იმდენად უნდა იყოს დაკავშირებული - აქ რა ხდება და იქ რა ხდება, რომ ჯობია, თავი დაანებო ამაზე ფიქრს... ჯობია... იცხოვრე, რა! რას თვლი, იცხოვრე, რა...

იმ დღეს ჩემ მეგობარს ვესაუბრები და მან თქვა, ორი წელი დამრჩაო. რატომ დაგრჩა ორი წელი, წუთებზე გადაამრავლე და ნახე, რა გამოვა-მეთქი. 50 ათასი წუთი. და 50 ათასი წუთი, უკვე ბევრია. საათებზე, წუთებზე გადაიყვანე...

თემურ ჭყონია

გარდა ამისა, გადამწყვეტია ფიზიკური ფორმა. ვარჯიში, მაგრამ თავი კი არ უნდა მოიკლა. მე სულ ვვარჯიშობ. ხან დარბაზში დავდივარ, ხან - კრივზე, ხან სოფიკო მავარჯიშებს იოგას, არაჩვეულებრივად იცის.

დალევით არ ვსვამ. ძალიან ცოტას... ერთ-ორ ჭიქას დავლევ. ყანწები და დიდი სუფრები არ მიყვარს. იცით, რატომ არ მიყვარს? მალე სრულდება. 15 წუთში შეჭამენ და მორჩა. მე ხანდახან სადილზე ვაცხადებ, ახლა მაგიდიდან არ ავდგებით 45 წუთის განმავლობაში-მეთქი, პირდაპირ ბრძანებას გავცემ და არ უნდა გაბედონ, რადგან თუ ზიხარ, ცოტა დიდხანს იჯექი, ილაპარაკე, იცინე...

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026