ეს გემრიელია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მურაბა, ქართული კულინარიული ტრადიციის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი და გამორჩეული ნაწილია.
საუკუნეების განმავლობაში, საქართველოში სეზონური ხილის შენახვის ეს მეთოდი, არა მხოლოდ პრაქტიკული საჭიროება, არამედ ოჯახური რიტუალიც იყო.
საინტერესოა, რომ მურაბა, ისეთი ფორმით, როგორსაც საქართველოში ვამზადებთ, ბევრ ქვეყანაში ნაკლებადაა ცნობილი. მაგალითად, საფრანგეთში ხილის კონფიტიურები და ჯემები პოპულარულია, თუმცა მთლიანი ხილით მომზადებული მურაბა ბევრისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა.
გთავაზობთ ლიონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, გვანცა ძნელაძის რეცეპტს, რომელიც ქართული ტრადიციისა და ფრანგული ყოველდღიურობის
შესანიშნავი ტანდემია.

"იცოდით, რომ საფრანგეთში ბევრმა არც კი იცის, რა დესერტია მურაბა? გაგიზიარებიათ ოდესმე მურაბა უცხოელებისთვის?
დაგჭირდებათ:
• 1.5 კგ ბალი
• 700 გრ. შაქარი
• 300 მლ წყალი (150 მლ უკეთესია - მე ცოტა თხელი გამომივიდა)
• 1 ლიმონი
თავდაპირველად მოვადუღოთ სიროფი. გაგრილებულ სიროფში ჩავყაროთ ბალი და ვადუღოთ 15 წუთი. გავაგრილოთ და ისევ ვადუღოთ 15 წუთი. დავუმატოთ ლიმონის თხელი ნაჭრები. შემდეგ კიდევ ორჯერ, 15-15 წუთით ვადუღოთ. მზა მურაბა ჩავასხათ სტერილურ ქილებში და კარგად დავხუროთ."
06/16/2026