Logo

ტაბლოიდი

"თეთრი კაბით და ფატით უნდა ვიყო, თუ მანამდე არ დავხოცავთ ერთმანეთს" - ნათია ფანჯიკიძე ქორწინებაზე

"თეთრი კაბით და ფატით უნდა ვიყო, თუ მანამდე არ დავხოცავთ ერთმანეთს" - ნათია ფანჯიკიძე ქორწინებაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნათია ფანჯიკიძემ "რადიო თავისუფლების" რუბრიკაში "რვა ფოტო არქივი", ირაკლი ალასანიასთან ქორწინებაზე ისაუბრა... ფსიქოლოგმა გაიხსენა დრო, როცა თბილისში სამოქალაქო ომი იყო და ქორწილი არ გადაუხადეს.

ნათია ფანჯიკიძე: მე ირაკლიზე ორი წლით უფროსი ვარ. რომ დავქორწინდით 20 წლის ვიყავი, ირაკლი 18-ის. დავქორწინდით რა, ხელი მოვაწერეთ. არც ქორწილი გვქონია და არც არაფერი. ომი იყო თბილისში. არ გადაგვიხადეს ქორწილი, უხერხულიაო. ალბათ, იყო კიდეც უხერხული. მაგრამ ომის დროსაც ხომ იხდიან ქორწილს. სიცოცხლე და სიკვდილი ხომ ერთად არსებობს?

ნათია ფანჯიკიძე

ქართველები რომ ერთმანეთს დაერივნენ, მამაჩემიც და ირაკლის მამა, მამიაც, ძალიან იყვნენ დაზაფრული. უსიტყვო გადაწყვეტილება იყო. მერე სულ ვამბობდით, ხუთი წელი რომ გავა, აღვნიშნავთ, ათი წელი რომ გავა - აღვნიშნავთ. ახლა, არ ვიცი, ძალიან ბევრი წელი რომ გავა, აღვნიშნავთ და ძალიან სასაცილოც იქნება. თეთრი კაბით და ფატით უნდა ვიყო, თუ მანამდე არ დავხოცავთ ერთმანეთს. არასდროს პირობა არ უნდა დადო, რომ ცოლად გაყვები. რა იცი, რა ხდება?!

ნათია ფანჯიკიძე

ავტორი: ზმნა

03/17/2026