Logo

თილისმა, რომელიც მაისში სახლში უნდა გვქონდეს - ფენ შუის სპეციალისტი გვირჩევს

თილისმა, რომელიც მაისში სახლში უნდა გვქონდეს - ფენ შუის სპეციალისტი გვირჩევს

05/05/2026

ტექსტის ზომა

ფენშუიში თითოეულ თვეს თავისი ენერგია აქვს. ამიტომ სპეციალისტები ხშირად გვირჩევენ კონკრეტულ თილისმებს, რომლებიც სივრცის დაბალანსებასა და არასასურველი გავლენების შემცირებას უკავშირდება.
ფენ-შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია შეგვახსენებს, რომ მაისის თვის სიმბოლოდ ვუ ლუს - ლითონის გოგრას ასახელებენ.

ვუ ლუ

ამ გოგრის ფორმა რვიანს ჰგავს, რის გამოც ფენშუიში უსასრულობასთან, ჯანმრთელობასთან და დღეგრძელობასთან ასოცირდება.

"მაისის თვის თილისმად გირჩევთ, იქონიოთ ვუ ლუს ლითონის გოგრა.
ფენ შუის გოგრა რვიანის ფიგურას წააგავს და უსასრულობასთან, ჯანმრთელობასთან და დღეგრძელობასთან ასოცირდება. ძველად მკურნალები ასეთ გოგრაში ინახავდნენ თავიანთ წამლებს, ახლა კი ის თილისმაა, რომელიც ნეგატიური ენერგიის, ავადმყოფობისა და უბედურებისგან იცავს.

ვუ ლუ


ვუ ლუს გოგრა ასევე ხელს უწყობს სივრცის გაწმენდას და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების ჰარმონიზაციას.
მაისში, როდესაც ცეცხლის ენერგია იზრდება, ასეთი თილისმა აუცილებელია. ჩვენ ჩვეულებრივ მას ყოველთვიურად მფრინავი ვარსკვლავი 2-ის სექტორში ვათავსებთ, ამიტომ მაისში ვისაც გაქვთ დიდი გოგრა მოათავსეთ იგი თქვენი სახლის სამხრეთ-დასავლეთით.

ვუ ლუ

პატარა ზომის გოგრა, შეგიძლიათ ატაროთ ჩანთით ან ჯიბით," - გვირჩევს ეკა კვარაცხელია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გოგრავუ ლუსიმბოლოფენ შუი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026